ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 27 ივლისს დიდოელებზე გამარჯვებული გიორგი ჯორჯაძე კახეთში დაბრუნდა. ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარიც სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ჯარი, თანახმად მოსული განკარგულებისა, ორად გაიყო: თავადი ნაკაშიძე თავისი ჯარით დაღესტნისკენ გაემგზავრა, ხოლო გიორგი ჯორჯაძე – კახეთისკენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია ლივანასა და კლარჯეთზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევის მაღაზიაში, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდება შემდეგი წიგნები: ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ქობულეთის შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“ დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, 1877 წლის 8 ივნისს გენერალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა დიდოელების წინააღმდეგ შეკრებილ ჯარს სიტყვით მიმართა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ მამასახლისები კანონით აკრძალვის მიუხედავად ფიზიკურად უსწორდებოდნენ გლეხებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავის მაზრის მამასახლისმა მათრახით სცემა ერთი ღარიბი გლეხი, რომელსაც ჯარში წასასვლელად თოფი არ ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც ჯარის შესაკრებად ხალხს ითხოვდა მთავრობა, თელავის მაზრის მამასახლისი უმეტესად იმ კაცებს გზავნიდა, რომლების ჯავრიც სჭირდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ელი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას სალაროში ნაღდი ფულის სახით 315 მანეთი ჰქონდა. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას სესხად გაცემული ჰქონდა 3273 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის მოგება 274 მანეთი და 60 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ვალის სახით აღებული ჰქონდა 1000 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სასარგებლოდ შემოტანილი თანხა 499 მანეთი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ შემოტანილი საწევრო თანხის სახით 1795 მანეთი და 70 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებული მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის ტირაჟში გამოსული გირავნობის ფურცლის თანხა 1900 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულმა მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკმა სხვადასხვა სარგებელის სახით მიიღო 20 439 მანეთი და 10 კაპიკი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისის მონაცემებით ქუთაისში არსებული მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის დროებითი შემოსავალი 3156 მანეთი და 12 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს სარგებლის ფონდში გადარიცხული ჰქონდა 4379 მანეთი და 5 კაპიკი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს თავნის მოსაშორებელ ფონდში გადარიცხული ჰქონდა 36 მანეთი და 93 კაპიკი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს გაცემული ჰქონდა 119500 მანეთის ღირებულების გირავნობის ფურცელი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს გაცემული ჰქონდა 11 400 მანეთის ღირებულების გირავნობის ფურცელი.