რეგისტრირებული ფაქტები52176
ფილტრი:
სორტირება თარიღი კლებადობით
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დამდეგიდან მასიურად იჭერდნენ ახალგაზრდებს, არც ცნობილ რევოლუციონერებს ერიდებოდნენ, გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული კონსტანტინე კანდელაკი კვლავ დაიჭირეს და 6 თვე ჩეკას ციხეში ტანჯეს, ბოლოს კი სხვებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. უკანასკნელად რუსეთში გადაასახლეს 65-კაციანი ჯგუფი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს მძიმე ავადმყოფი ნოე ხომერიკი ადმინისტრაციული წესით ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წელს ჩეკისტებმა პეტრე დოლიძე თბილისში რამდენჯერმე დაატუსაღეს, ერთხელ გაქცევაც მოახერხა, მეორედ რამდენიმე თვე იჯდა თბილისის ჩეკაში, საიდანაც საშინელი წამების შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ გურიაში დაბრუნება აუკრძალეს. ბათუმში წავიდა და იქ განაგრძო მუშაობა.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 5 ივნისს სომხეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გასამართლებული დაშნაკი არტაშეს სტეფანიანი გადაასახლეს. მას 10 წელი ჰქონდა მისჯილი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 30 მარტს, ვადის გასვლის შემდეგ, რუსეთში გადაასახლეს დაშნაკი გრატ კანკანიანცი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: პოეტი კოწია გამსახურდია, მუშა, სოციალ-დემოკრატი კახიძე და სხვ.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გარსევან პატატუნაშვილი და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 25 მაისს სოციალ-დემოკრატი ვერა ჯიშკარიანი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით გიორგაძე არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ იგი არასდროს ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის მიხედვით, იგი არასდროს ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასდროს მოუხდია პარტიული სასჯელი.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ მოუხდია ადმინისტრაციული სასჯელი.
1941
ტიპი: ნასამართლეობა
1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი არასდროს არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, აკაკი ძაძამია ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებლისთვის ცემის დროს ხელის შებრუნების გამო ჩეკისტები დაესივნენ, თავი გაუტეხეს და ერთეულში ჩააგდეს. ნაცემი არც ექიმს გაასინჯეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ნიკოლოზ ბორჩხაძე ოზურგეთის ჩეკადან ზამთარში წაიყვანეს ბახვის წყალზე, წელში ბაწარი ჩააბეს და წყალში ჩააგდეს. ამოათრევდნენ და ეკითხებოდნენ, თუ გასცემდა ამხანაგებს. ძალიან დაავადმყოფებული გამომძიებლებმა, პოლშინმა და კვიტაიშვილმა, გადაასახლეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ბაგრატ ბაქრაძე ოზურგეთის ჩეკას სარდაფში 6 დღე ჰყავდათ დამწყვდეული (თბილისის ქართული ჩეკას გამომძიებლები: არაველიძე და პოლშინი).
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ სერგო რამიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 12 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი ალფეზ ლომინეშვილი ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიშა შალვაძე ბათუმის ჩეკაში ცემისა და სიცივისგან დაინვალიდდა, ხელები და ფეხები დაეკრუნჩხა, ექიმების აზრით, კაცად აღარ ვარგოდა, მერე გაათავისუფლეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი თეოფილე ჭანიშვილი ოზურგეთის ჩეკაში გამომძიებელმა სიმონიშვილმა აშიმშილა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი შოთა კიკვაძე ოზურგეთის ჩეკაში 10-9 დღე აშიმშილა გამომძიებელმა გოგიშვილმა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრს, ბაგრატ ჭეიშვილს ჩეკაში სცემეს და 5 დღე აშიმშილეს, 15 დღე ჰყავდათ თბილისის ჩეკაში. გამომძიებლები – პოლშინი და შაშკურინი.