რეგისტრირებული ფაქტები46293
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ზაქარია ლაბაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ფოტოგრაფის გამოუსადეგარი ნივთები მისთვის მიეყიდათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის ბიბლიოთეკის გამგის, კ. მეფისაშვილის მოხსენება სამკითხველოსთვის დახმარებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხი. პართენ გოთუას წინადადებით, ძეგლი ერევნის მოედანზე უნდა დაედგათ და მოედნისთვის ილიას სახელი მიენიჭებინათ. ასევე განიხილებოდა რაიმე მისანიშნებლის დადგმა მწერლის მკვლელობის ადგილზე.
1879
ტიპი: ღონისძიება
ზაქარია ედილაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 65 მანეთი გაუგზავნა. ეს თანხა შეგროვდა საინგილოში გამართულ ქართულ-რუსული წარმოდგენაზე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფილიპე მახარაძის მოხსენება გურიაში უფასო წიგნების გაგზავნის შესახებ. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წაიკითხა მოხსენება საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 თებერვალს ფილიმონ კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვ. მუსხელაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ როინაშვილისა და ალექსანდრე ზაალიშვილის თხოვნა შემწეობის შესახებ, თუმცა ორივეს უარი უთხრეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ფილიმონ კარბელაშვილი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ლომოურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თავისი მოთხრობა „ყოველის მხრიდან“ უსასყიდლოდ გადასცა დასაბეჭდად.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 ოქტომბერს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და სხვ. განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის საპედაგოგო საბჭოს მოხსენება გაკვეთილების განაწილებისა და საგნების ქართულად სწავლების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს 20 მანეთი გადაუხადეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 6 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ვ. გოგიჩაიშვილმა, ვ. მუსხელაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა იაპონიაში ტყვედ წაყვანილი ქართველი სალდათებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო პავლეს ძე რაზიკაშვილის თხოვნა დახმარების შესახებ. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, ანდრია სოლომონის ძე ღულაძის მოხსენება, რომ მას არ შეეძლო რევიზიაში მონაწილეობის მიღება.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 თებერვალს ფილიმონ კარბელაშვილი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლების მასწავლებელი იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვ. გოგიჩაიშვილი, ვ. მუსხელაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ნაწილ-ნაწილ მიეცათ ის ფული, რომელიც რკინიგზის მუშებმა ნაძალადევის ბიბლიოთეკას შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 820 მანეთი გადაუხადეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს დიმიტრი ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ათას ათი თუმანი უანდერძა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ მათ ახალციხის საქალაქო მმართველობისთვის სამკითხველოს ასაშენებლად ადგილის გამოყოფა ეთხოვათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილია აგლაძეს „კონის“ რედაქტირებისთვის 30 მანეთი გადაუხადეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვ. მუსხელაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ბროსეს მიერ შეგროვებული წერილები.