ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44903

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 24 მაისს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან მისწერა, როგორ განიცდიდა ძმის, შალვას გარდაცვალებას.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძე მუშაობდა საპროფესიო და ტექნიკური განათლების სკოლაში, სადაც ბუღალტერია, კომერციული საგნები, ენები, ჭრა-კერვა და ა. შ. ისწავლებოდა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს პარიზში დავით შარაშიძის მეუღლემ, ელენე ტუსენმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ნინო ქიქოძემ შვილიშვილს, გოგი შარაშიძეს საქართველოდან საფრნაგეთში გაუგზავნა თავისი დაწერილი წიგნაკები ჩიტების შესახებ.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 23 ივნისს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისი მეუღლის ძმა, რენე ტუსენი და მისი შვილის, გოგის ნათლია აპირებდნენ საპროფესიო და ტექნიკური სკოლის დაარსებას, რომელშიც დავითი მდივნად იმუშავებდა.

1932

ტიპი: გარდაცვალება

1932 წლის 12 თებერვალს ლევილში მყოფმა დავით შარაშიძემ შეიტყო, რომ მამამისი, გიგო შარაშიძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შუსტერის სახელობის თბილისის პირველ ებრაულ გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პედაგოგები: 1. ბ. კ. კრამორენკო, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2. ისააკ რაბინოვი, ებრაული ენის პედაგოგი, სპეციალური განათლება, 3. მ. ი. ბერკოვიჩი, ებრაული ენა, მოსამზადებელი კლასები, 4. მოსე ბერნშტამი, ებრაული ენა, განათლება: სამასწავლებლო სემინასრია. 5. ვ. ა. ჩომენკოვი, ლათინური ენა, საუნივერსიტეტო განათლება. 6. მ. ი. მოროზოვა, გერმანული ენა. 7. ვ. ი. გერი, ფრანგული ენა, უმაღლესი განათლება. 8. ა. დ. ლეტუჩი, გერმანული ენა, უმაღლესი განათლება. 9. სოფია მიხეილის ასული მიხაილოვა 10. ი. დ. მელიქ-შახნაზაროვი, ისტორიის პედაგოგი, განათლება: უნივერსიტეტის სამასწავლებლო კურსები, 11. რ. ა. რუბენშტეინი, ისტორია, გეოგრაფია .12. ა. იაროშენკო, ბუნებისმეტყველება 13. ა. ა. იაროშენკო, საუნივერსიტეტო განათლება, 14. პ. დ. ბაბრო, ხელსაქმე. 15. ა. ა. სიდორენკო, ხატვა. 16. მ. პ. ხალაპოვა, 17. ს. პ. გრიგორევა, 18. მინა ისაკის ასული შაში, საანბანო კლასის პედაგოგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჩოხატაურის რაიონის კომისარმა პავლე ცინცაძემ ქუთაისის გუბერნიის კომისარს შეატყობინა, რომ მობილიზაციის საქმე კარგად მიდიოდა. მოხალისედ ბევრი ჩაეწერა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 მარტის „ერთობის“ ცნობით, დუშეთის მაზრის კომისრად იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (პართენაშვილი) დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 აგვისტოდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე დაინიშნა ახალციხის ვაჟთა პროგიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად.

1911

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძემ მთავარი მასწავლებლის წოდება მიიღო.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ვლადიმერ გაჩეჩილაძემ განათლება მიიღო ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს N 78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის ბრძანების თანახმად, ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად დამტკიცდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სწერს, რომ მარტის შუა რიცხვებში საპატიო მიზეზით თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობა შეწყვიტა. მან ორი თვის შემდეგ მიიღო თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. ამ მიზეზით სამინისტრომ მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცება ვერ მოასწრო. 1919 წელსაც გიმნაზიაში შტატის გარეშე მასწავლებლად დაინიშნა. ის დირექტორს სთხოვდა სამინისტროსთან შუამდგომლობას, რომ პირველი სექტემბრიდანვე შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სწერს, რომ წარუდგენს ისტორიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის თხოვნას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ ილია ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1919 წლის პირველი სექტემბრიდან თანამდებობაზე დამტკიცდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ყოფილი მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებელი ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლად მიიწვია. ის ამაღლობლის შტატის მასწავლებლად დამტკიცებას ითხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად ილია ამაღლობელი დამტკიცდა.