ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები42805

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი დიმიტრი უზნაძის წიგნის „ახალი ისტორია“ შეძენის შესახებ. ისტორიის კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომ წიგნის შეძენა შეიძლება. ავტორი გამგეობას უთმობდა 30%-ს და ფულის მიცემა შეიძლებოდა ნაწილობრივ. გამგეობამ დაადგინა, რომ ნაღდი ფულის უქონლობის გამო შეეძინათ მხოლოდ 500 ცალი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ მოისმინა სამწიგნობრო სექციის დადგენილება პავლე ინგოროყვას მიერ საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონის 500-600 ცალად დაბეჭდვის შესახებ და ამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა სამხედრო სამინისტროს სატოპოგრაფიო განყოფილების თხოვნა, გადაეცეს მას გადასაწერად საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონი, რაც საჭიროა მათთვის 5 ვერსტიანი მასშტაბის რუქის გამოსაცემად. გამგეობამ მისცა გადაწერის უფლება, მხოლოდ საზოგადოების კანცელარიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი შიო მღვიმელის საბავშვო ლექსების გამოცემის შესახებ. სასკოლო სექციამ დაადგინა, რომ გამოიცეს შიო მღვიმელის ლექსები ოთხ წიგნად, იპოლიტე ვართაგავას წინადადების შესაბამისად, შიო მღვიმელს მიეცეს 1200 მანეთი ჰონორარის სახით. გამგეობამ ეს საკითხი დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერაქვის სკოლის მასწავლებელ მარიამ ღიბრაძის სოფელ წერაქვის სკოლიდან ბორჩალოს სკოლაში გადაყვანის საკითხი წერაქვში ქართველ-სომეხთა დამძიმებული მდგომარეობის გამო. გამგეობამ დაამტკიცა სასკოლო სექციის დადგენილება სკოლაში სწავლის შეჩერების შესახებ. ამის მიზეზად უნდა გამოცხადებულიყო მოარული სენის გავრცელება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ნ. ნაკაშიძე, კ. ქავთარაძე, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრმა, საქმის მწარმოებელმა – ა.მეტრეველმა განათლების სამინისტროს სახალხო სკოლების მთავარგამგეს მიმართა, რომ საქართველოს განაპირა მხარეები განათლებით ჩამორჩებოდა შუაგულს. 1917 წელს ზოგიერთი სასწავლებლისთვის ნატურით გადახდას ხალხმა თავი დაანება და რამდენიმე სკოლა (უფრო მეტად, სამრევლოები) დაიხურა შემდეგ სოფლებში: ზემო კრიხი, ფუტიეთი, ტოლა, გორისუბანი, კაჩაეთი. ხალხი ისევ მიმართავდა გამგეობას სკოლის გახსნის მოთხოვნით, და, თავის მხრივ, ბინას, გათბობა-განთების და სხვა ხარჯებს თავის თავზე იღებდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 11 ოქტომბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნის ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის წერილს და აუწყებს: რადგან მღვდელ მუსერიძის შრომა სასწავლებლისთვის აუცილებელია და თან მას ხელს არ შეუშლის მღვდელთმსახურების აღსრულება, შეიძლება იგი დარჩეს ორივე თანამდებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი-ერთი უნდა დატოვოს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრ ვასილ ღლონტის თხოვნა მისთვის სესხად 178 მანეთისა და 68 კაპიკის მიცემის შესახებ. ეს თანხა მას ბათუმის სკოლის ორი მასწავლებლის ალექსანდრე მგელაძისა და ანასტასია ლომინაძის ხელფასისთვის სჭირდებოდა. ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობის შემდეგ მათ ოთხი თვე ანაზღაურება არ მიუღიათ. გამგეობამ გადაწყვიტა ბათუმის განყოფილებისთვის ვასილ ღლონტის პასუხისმგებლობით სესხად 178 მანეთი და 68 კაპიკი მიეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

განათლების სამინისტროს მთავარმა გამგემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე) ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარეს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძეს 1919 წლის 13 სექტემბერს სასწრაფო დეპეშით აუწყა, რომ მაზრის სკოლების დასაკმაყოფილებლად ონის ხაზინაში 100 ათასი მანეთი გაგზავნეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ მეორე ნაწილის შესწორებით დაბეჭდვა-გამოცემის შესახებ. წიგნის შესწორება მინდობილი ჰქონდა ლუარსაბ ბოცვაძეს (ოქმი N33 , 1917 წლის 10 ნოემბერს), რომელსაც თავისი შრომა უნდა ეჩვენებინა დავით კარიჭაშვილისთვის. წიგნი უკვე შესწორებული და დამზადებული იყო გამოსაცემად. გამგეობამ გადაწყვიტა, „დედაენის“ მეორე ნაწილი 40000 ცალი დაებეჭდა. კორექტორ ტერენტი წერეთელს მიენდო მისი ქაღალდის შოვნა. 1 ოზმა(ქაღალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) ქაღალდის ფასი არ უნდა ყოფილიყო 100 მანეთზე, ხოლო წიგნის გასაყიდი ფასი 4 მანეთზე მეტი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 აგვისტოს მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარემ ვ. გელოვანმა, წევრებმა: ილარიონ კოპალიანმა, კოწია ბერუჩაშვილმა, ი. გულბანმა და მდივანმა – ვ. მახარობლიძემ ყრილობის სახელით მიმართეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას, რომ ყრილობამ იმსჯელა მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაადგინა: მთავრობისგან მოითხოვოს მატერიალური პირობების გაუმჯობესება – დაუნიშნოს მათ 1000 მან. ჯამაგირი და გაუსწოროს მიუღებელი ხელფასები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლები 1-ლი სექტემბრიდან გაფიცვას აპირებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნინო ლომოურის თხოვნა ერთი უყდო „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ფასად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისთვის „ვეფხისტყაოსანი“ 25 მანეთად უნდა დაეთმოთ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ავალიშვილის რეცენზია შაფაქიძის „თვალსაჩინო გეომეტრიის“ შესახებ. განჩინების გადაწყვეტილებით, შაფაქიძის ,,თვალსაჩინო გეომეტრიას“ დაუბრუნებდნენ პატრონს სასწავლო კომიტეტში წარსადგენად, თუ ის უკანასკნელი მოიწონებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომას, მიიღებდნენ დაბეჭდვის გადაწყვეტილებას. ასევე განჩინების თანახმად, იოსებ ავალიშვილისთვის გამგეობას 200 თუმანი უნდა მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის სტამბის კავშირთა გამგის, ნესტორ გელოვანის განცხადება. ის „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების თითოეული ეგზემპლარის დაბეჭდვაში 12 მანეთს ითხოვდა. წიგნების გამოცემის საქმეს თევდორე კიკვაძე აწარმოებდა. მისი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, ცალზე 9-10 მანეთი მიეცათ. თავდაპირველი გარიგების თანახმად, მას თითო წიგნზე 6 მან. ერგებოდა, მაგრამ შემდეგ ტირაჟი შეიცვალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარმა გამგემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმის მწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე) ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებას ლეჩხუმის მაზრის სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა. აპრილის ბოლოს მათთვის გადაგზავნილი 100 ათასი მანეთი ფოსტამ შეაჩერა და მასწავლებლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა.

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წელს ქრისტინე შარაშიძის ბინის ქირა განისაზღვრა თვეში 8 მანეთითა და 62 კაპიკით, რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო ბინის ქირის განაკვეთისა და დამქირავებლის ხელფასის შეცვლის შემთხვევაში.

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

1946

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძემ და თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოს N429 სახლმმართველობის სახლის მმართველმა, მარია სოფრომაძემ, გააფორმეს ხელშეკრულება 1946 წლის 20 ივნისიდან 1957 წლის 20 ივნისამდე მოქმედების ვადითა და განახლების უფლებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის გამგეობის თხოვნა 1918 წლის სასანიტარო-საეპიდემიო გადასახადის, 962 მანეთის, შეტანის შესახებ. გამგეობა მოთხოვნას დაეთანხმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გალაქტიონ ტაბიძის წინადადება მისი წიგნის 1900 ეგზემპლარის ნაღდ ფულზე შეძენის შესახებ, ცალი 16 მანეთად. წიგნი 26 მაისს უნდა გამოსულიყო გასაყიდად. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის მიმართვა, ხელი შეეწყოს უნივერსიტეტის სასარგებლოდ შეწირულებათა შეკრების საქმეს. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხად წარმოადგინეს სამწიგნობრო სექციის დადგენილება პავლე ინგოროყვას მიერ საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონის 500-600 ცალად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო სამინისტროს სატოპოგრაფიო განყოფილების თხოვნა, გადასცემოდათ მათ გადასაწერად საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონი, რაც საჭირო იყო მათთვის 5 ვერსტიანი მასშტაბის რუქის გამოსაცემად. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების რწმუნებულ ალიოზ ბათმანაშვილის თხოვნა, დახმარება აღმოუჩინონ წიგნებით და ჟურნალ-გაზეთებით რაბათის ბიბლიოთეკას და ქართულ სკოლას. ქართული სკოლის ოთხი განყოფილებისთვის ის ითხოვდა საჭირო სახელმძღვანელოებს, თითო განყოფილებისთვის 25 ცალს და ფულით დახმარებას 10000 მანეთამდე. გამგეობამ დაადგინა, რაბათის ბიბლიოთეკისთვის მიეცა დახმარება 300 მანეთი ფულად ან წიგნებით, როგორც ისურვებდნენ მთხოვნელები.