რეგისტრირებული ფაქტები51513
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა და კანცელარიის დირექტორის მადგილემ ა. პონიატსკიმ თბილისის მიწის სასაწავლებლის სახალხო განათლების სამინისტროსთვის გადაცემის კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანცელარიის საბჭოს დროულად დასამტკიცებლად გაუგზავნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ივლისში საქართველოს რესპუბლიკის საქმეთთა მმართველმა სარგის კაკაბაძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას მისწერა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ მთავრობისგან 29 ივლისის სხდომაზე მიეწოდათ და ეროვნულ საბჭოს წარედგინა დასამტკიცებლად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 ივლისს კანცელარიის დირექტორმა გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიამ იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ეროვნულ საბჭოს კანცელერიაში გაგზავნა წერილი, რომელშიც ეროვნულ საბჭოს სთხოვდა მთავრობის მიერ დადასტურებული შემდეგი კანონპროექტების განხილვას: „კანონპროექტი კანონთა გამოქვეყნებისა", „კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ" და „კანონპროექტი 1914 წ. 16 დეკემბრის დროებითი კანონის/ ზოგიერთ არსებულ გადასახადთან გადიდების მოქმედების გაგრძელების შესახებ 1919 წლის 1 იანვრამდე".
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 12 მარტს, 13:20 საათზე, დაიწყო მორიგი სასამართლო სხდომა კათალიკოს ამბროსისა და საკათალიკოს საბჭოს წევრების საქმეზე. დაცვის ადვოკატი კირილე ნინიძე აცხადებდა, რომ მუშაობისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდათ, კერძოდ, პრესაში ვრცელდებოდა წერილები, რომლებშიც დაცვის ადვოკატებს სინდისით მოვაჭრეებს უწოდებდნენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ – „დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას უშვრებიანო“. დაცვის მხარე ამ გარემოებათა შესახებ სასამართლოს წერილით მიმართავდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 ოქტომბერს აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ გზათა და მრეწველობის მინისტრს საზღვაო და სამდინარო სანაოსნო-სატრანსპორტო სააქციო საზოგადოების დაარსების შესახებ განცხადებით მიმართა და შუამდგომლობდა საზოგადოების დამაარსებლებს გადასცემოდათ ყოფილი მესამე ზურგის რაიონის ყველა სამდინარო და საზღვაო გადასაზიდი საშუალება, მთავრობის კუთვნილი ყველა გემი, მიწახაპიები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები – საწყალოსნო ტრანსპორტის მიწოდებისთვის და გასამართად იმ რაიონებში, სადაც სანაოსნო მდინარეები და შავი ზღვის პორტებს შორის მიმოსვლა იყო. საზოგადოების წესდება მუშავდებოდა და მალე შესაბამის სამინისტროს წარედგინებოდა დასამტკიცებლად.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. ის მეოთხე განყოფილებისთვის სახელმძღვანელოების გაგზავნას ითხოვდა. გამგეობამ დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვითაც მიხეილ საბინინმა საზოგადოებას შესწირა გიორგი ავალოვის მიერ იამბიკოდ თქმული და 1839 წელს მოსკოვში გადაწერილი ხელნაწერი წიგნი „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“.
1917
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს, ლივადიაში, იმპერტაიროს მიერ ხელით მინაწერი „ასე იყოს“ უტყუარი დასტური იყო სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიერ მოწონებული კანონის (9-გვერდიანი დოკუმენტი) – შტურმანებისთვის ახალი წესების დადგენის შესახებ სავაჭრო ფლოტის საზღვაო გემებზე. დოკუმენტი დამოწმებული იყო სახელმწიფო მდივნის, მაკაროვის მიერ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 დეკემბერს თბილისის ოლქის გზათა სამინისტროში, ინჟინერ თუმანოვისადმი გაგზავნილ დეპეშაში, რომელსაც ხელს რ. ჯავახოვი აწერდა ნათქვამი იყო, რომ გემი „Пенай“ ნოვოროსიისკში 16 დეკემბრის საღამოს უნდა გასულიყო. გ. თუმანოვს სწერდნენ, რომ სხვა გემების გასვლის შესახებაც შეატყობინებდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 27 ნოემბერს საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო მინისტრ გიორგი ჟურულს წერილობით სთხოვა, ეცნობებინა, როდის შეეძლო მისდამი რწმუნებულ სამმართველოს ფოთის პორტის სამმართველოსგან გემების ჩაბარება და გადმოსაცემი გემების სია გაუგზავნა. გიორგი თუმანიშვილთან ერთად წერილს ხელს კანცელარიის გამგე როლკე აწერდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა ი. დადიანმა გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს აუწყა, რომ მინისტრის 1919 წლის 21 იანვრის N11 ბრძანების თანახმად, ფოთის პორტის ფლოტილიის მისაღებად და ნაოსნობის მოსაწყობად დანიშნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ინჟინერი პიასტრიკოვი, წევრები: ინჟინერ-მექანიკოსი დიმიტრიევი, ალექსანდრე ალანია და ფილიპე სპრინკველი. კომისია მალე გაემგზავრებოდა ფოთში.