ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50855

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იასონ ესაძემ, სილიბისტრო ჩიქვანმა და ვასილ თარგამაძემ 10-10 მანეთი შესწირეს, მინა ჭავჭანიძემ და ფილიპე მაჭარაძემ – 5-5, ალექსანდრე ბახტაძემ – 100, აკაკი სიმონიძემ კი 20 მანეთი გაიღო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ერასტი ლევანის ძე მაჭარაძე დეკანოზი იყო ხონში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად კოსტა ჩარგეიშვილმა და სარდიონ მაჭარაძემ 5-5 მანეთი გაიღეს, პავლე ჩხენკელმა და ბესარიონ ნადარეიშვილმა — 20-20, გიგო ჭავჭანიძემ 10 მან. შესწირა, ერისტო ლეჟავამ — 3.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვარლამ დავითის ძე ძიძიგური თბილისის რკინიგზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე სოფელ ლახუნდარაში დაკრძალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული სახალხო მასწავლებლის, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძის დაკრძალვაზე სოფელ ლახუნდარაში სიტყვა წარმოთქვეს: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ კომიტეტის სახელით, მასწავლებლებმა ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძემ, გიორგი მინას ძე აბაშიძემ და ქალაქის თვითმმართველობიდან – კ. ბუაჩიძემ.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 29 ოქტომბერს ნორიოს ქუჩაზე, კოტელნიკოვის სახლში, ყოფილი პედაგოგი იულია მიხეილის ასული სპასკაია გარდაიცვალა.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში ეკლესიის გალავნის მოაჯირი შეაკეთა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ინახავდა წიგნსაცავ-მუზეუმს.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს ილია სვიმონის ძე აღლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 სხდომიდან იასონ ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა 25-ს, ნინო ნაკაშიძე – 4-ს.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ეკატერინე რევაზის ასული ერისთავისა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრები იყვნენ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრებმა ბარბარე ერეკლეს ასულ მუხრანბატონისამ და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილისამ საწევრო – 300 მანეთი – ერთიანად გადაიხადეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, 29 სხდომა გამართა და 157 საქმე განიხილა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღო შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის, აფრასიონ ჯაფარიძის, ია გიორგის ძე კარგარეთელისა და სახალხო სახლის საიუბილეო დღესასწაულებში.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ და „Русское слово“-ს I ნაწილი გამოსცა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს II ნაწილი შეასწორა და სახალხო განათლების კომისარიატს გამოაცემინა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 სხდომიდან იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე დაესწრო 25-ს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 12-ს, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი – 24-ს, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე – 18-ს, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე – 28-ს, შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილი – 2-ს, პარმენ მიხეილის ძე კახიანი – 12-ს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 სექტემბერს ლანჩხუთში წვრილ მემამულეთა არჩევნებზე 14 ადამიანი აირჩიეს – ორი კიტა აბაშიძის მომხრე, ოთხი დასელი და რვა გაურკვეველი მიმართულებისა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის, ხონის, სამტრედიისა და ტყიბულის საბოქაულოს წვრილ მემამულეთა განმეორებით არჩევნებზე ქაიხოსრო ლორთქიფანიძე, ანდრია ნიჟარაძე, ვახტანგ მიქელაძე, გიორგი იოსელიანი და მანუჩარ მიქელაძე აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში წვრილ მემამულეთა არჩევნებში გედევან გაბუნიას მონაწილეობაზე საზოგადოების ნაწილმა უარი განაცხადა, რის გამოც ყუთი არ დაუდგეს.