ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვასილ გადილიასთვის კარადის მინების მიყიდვა გადაწყვიტეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სომხეთში სულ 22 მატარებელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ შავი ზღვის რეგიონში „მწვანეთა არმია“ (გლეხთა შეიარაღებული მოძრაობა) გააქტიურდა. ამ ფაქტს მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის 11 ნოემბრის კრებაზე გადაწყდა, საზოგადოების ფილიალების 20-პროცენტიანი გადასახადი 10 პროცენტამდე შეემცირებიანთ. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი ნაფიცი ვექილი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მოსე ათანასეს ძე ქიქოძე ნაფიცი ვექილი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მოსე ათანასეს ძე ქიქოძე, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი და გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი 28 სექტემბერს ქუთაისის წვრილ მემამულეთა არჩევნებში მონაწილეობდნენ.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს მუზეუმის დირექციას შეატყობინა, რომ 1933 წლის 15 ოქტომბრამდე ზედმეტ საათებში მუშობის ჰონორარი არ ჰქონდა აღებული.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს მუზეუმის დირექციას მიმართა თხოვნით, ეშუამდგომლა კუთვნილი სამნახევარი თვის ჯამაგირის მიღებაში.

1936

ტიპი: მფლობელობა

1935 წლის 26 იანვარს გამოცემული ხელშეკრულების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიურ გამოცემაზე მუშაობა ამავე წლის პირველ აპრილამდე უნდა დაესრულებინა. მისი ჰონორარი 350 მანთით განისაზღვრა, რომლის 50 პროცენტს ის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს მიიღებდა, 25 პროცენტს – მასალის ჩაბარებისას და დანარჩენ 25 პროცენტს – წიგნის გამოსვლის შემდეგ, არა უგვიანეს ერთი კვირისა.

1959

ტიპი: ორგანიზაცია

1959 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 9 ივნისიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის სექტემბერში თბილისში ქართული ფილარმონიული საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა სამუსიკო სკოლა, რომლის გამგედ დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სტატია „ორი ალმახანი“, რომელშიც წვრილ მემამულეთა განმეორებით არჩევნებში მონაწილე კიტა აბაშიძის ორი მოწინააღმდეგე იყო გაკიცხული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „შინაური მტრები“ განხილული იყო ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძის ნაშრომები – „ვინა ხარ შენ?“ და „შიკრიკი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში წვრილ მემამულეთა განმეორებითი არჩევნები გაიმართა. კანდიდატები სამი ჯგუფიდან უნდა აერჩიათ. ევგენი გეგეჭკორის მომხრე კანდიდატებიდან ყველა გაააშავეს, კიტა აბაშიძის მომხრეებმა ყუთები მოხსნეს, გაიმარჯვა ვლადიმერ მიქელაძის მომხრე ექვსმა კანდიდატმა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თ. ი. ავილოვი თბილისის გიმნაზიის რუსულისა და გერმანულის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვ. მ. კოლენკო თბილისის გიმნაზიაის მათემატიკის მასწავლებელი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში საწევრო გადასახადის სახით შესული თანხა 1234 მანეთს შეადგენდა, შემოწირული თანხის ოდენობა კი 1113 მანეთი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით კარიჭაშვილი თბილისის გიმნაზიის ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი თბილისის გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებელი იყო

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ ხიზანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.