რეგისტრირებული ფაქტები50191
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად ხუთი წლის განმავლობაში ათას-ათასი მანეთი შეეგროვებინათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოება გაწევრიანებულიყო ახლად დაარსებული კავკავის სამეფინაცვლოს კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოების კავშირში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს საკითხი, გაწევრიანებულიყო თუ არა საზოგადოება ახლად დაარსებული კავკავის სამეფინაცვლოს კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოების კავშირში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლე იყო ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს იპატი გაიოზის ძე გაბესკირია, სოლომონ თევდორეს ძე ხოშტარია, ბათლომე თემურის ძე მზარელუა, ნესტარ საბას ძე ჟვანია, მელიტონ ანდრიას ძე ხვიჩია, სტეფანე დავითის ძე გოგინავა და იოსებ თევდორეს ძე დადიანი საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლიდან 1918 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა სოხუმის ქართულ სკოლაში.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად დავით კარიჭაშვილისა და იპოლიტე ვართაგავას არჩევაზე თანხმობა განაცხადა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს გ. ე. იმნაიშვილი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ნ. ნ. ისაევი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბარბარე ფარცხალაძე ხონის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ ბესარიონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიაში გალობის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების საერთო კრების ოქმების მიხედვით, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა გურიის სახალხო სკოლაში.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ სექტემბრამდე დომენტი ოყროშიძე ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს პავლე ალექსანდრეს ძე პრავდივცევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს სტეფანე სტეფანეს ძე აფანასიევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში გეოგრაფიის, ისტორიისა და ლოგიკის პედაგოგად მუშაობდა.