ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მელქისედეკ კობახიძემ, ბენედიქტე მამფორიამ, პლატონ სიმონის ძე მოდებაძემ, სოლომონ გიორგის ძე მიქელაძემ, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ნუცუბიძემ, იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილმა, ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძემ, იოსებ ივანეს ძე ოცხელმა, სიმონ ივანეს ძე ოცხელმა და დომენტი თომას ძე ოყრეშიძემ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა ცნობა აკაკი წერეთლის ლიტერატურული მოღვაწეობის 30 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო საღამოს მზადების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

თბილისის ოლქის სასამართლოს 1920 წლის 27 ივლისის დადგენილებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეიტანეს იმ საზოგადოებათა და კავშირთა სარეგისტრაციო სიაში, რომელთა მიზანს არ შეადგენდა გამორჩენა. დადგენილებას 1920 წლის 28 ივლისს ხელს აწერენ სასამართლოს წევრი დიმიტრი თომას ძე ხოშტარია და მდივანი, თან. აბულაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი, როდის მოეწვიათ საზოგადო კრება დელეგატების ასარჩევად. გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადო კრება გაიმართებოდა 5 ივნისს, დილის 12 საათზე, ქართულ კლუბში, სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დარბაზში შედგებოდა. ხელს აწერს იაკობ ცინცაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ 300 მანეთიდან, რომელიც სხვადასხვა პირისა და სკოლების დასახმარებლად იყო გამოყოფილი, მხოლოდ 68 მანეთი და 07 კაპიკი დაიხარჯა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სექციის წევრებს სურდათ მასწავლებლების კრება მშვიდობიან გარემოში გაემართათ და კრებისთვის გამოყოფილი თანხის, 500 მანეთის, დახარჯვას შედეგი ჰქონოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა ომის გამო თბილისში განვითარებული მოვლენის ფონზე ვერც ავისტოში შეძლეს და ვერც – დეკემბერში. შესაბამისად, კრების გასამართად გადადებული 500 მანეთიც არ დაუხარჯავთ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა აგვისტოში რადგან ვერ შეძლეს გადაწყვიტეს დეკემბერში გადაეტანათ, მაგრამ თბილისში მომხდარი მოვლენების გამო ხალხი ქალაქიდან იხიზნებოდა, ძვირფას საუნჯესაც კი გადასამალად ყუთებში ინახავდნენ და კრების მოწვევა საერთოდ ვერ მოახერხეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა აგვისტოში უნდოდათ, რისთვისაც გეგმაც მზად ჰქონდათ, მაგრამ ივლისში მომხდარი ომის გამო კრება ჩაიშალა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა მოხესენება სარევიზიო კომისიის 1914 წლის ანგარიშის შესახებ და გამგეობის პასუხი კომისიის შენიშვნებზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა 21 ნოემბრის სხდომის ოქმი უცვლელად დაამტკიცეს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ 21 ნოემბრის კრების ოქმი წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი 1908 წლიდან 1915 წლამდე, 8 წლის განმავლობაში თავგამოდებით იცავდა საზოგადოების ინტერესებს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი უარს აცხადებდა თავმჯდომარეობაზე მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა დღის სამის ათ წუთზე. შემდეგი კრება დაინიშნა 22 ნოემბერს, დილის 11 საათზე, ხარფუხის კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოწყობის ინსტრუქცია და გეგმა დასამტკიცებლად უნდა წარედგინათ შემდეგი კრების წევრებისთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოსაწყობად გამგეობას უნდა შეემუშავებინა პანთეონის არქიტექტურული გეგმა, ხარჯთ-აღრიცხვა ეწარმოებინა და შეექმნა ქონების მართვა-გამგეობის ინსტრუქცია. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოწყობის საკითხი მიენდოთ გამგეობისთვის, რომელსაც სპეციალური სამუშაო კომისია უნდა შეექმნა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოსაწყობად გამოყოფილი ადგილის შემოსაღობად და დასამტკიცებლად შემოსავლის ნაშთიდან 205 მანეთი გამოეყოთ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით თავადი დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა მოხსენება ახლად დაარსებული კავკავის სამეფინაცვლოს კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოების შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს საკითხი დიდუბის ეკლესიაში ქართველი მოღვაწეების პანთეონის გახსნის შესახებ და დაადგინეს, რომ იგი გაეხსნათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.