ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51440

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 18 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, თომა მთავრიშვილი დაინიშნა სენაკის სკოლის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის ადგილას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე დროებით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი, რომელშიც კითხულობდა პლატონ წულუკიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის მიზეზს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილის წლიური ხელფასი 720 მანეთი იყო, ბინის ქირის ფულს ის თავად იხდიდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს სთხოვა ნებართვა პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის ნაცვლად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს ეთხოვა ცნობა კავკავის სკოლის გამგედ პართენ გოთუას დანიშვნის თაობაზე ტიტე კახიძის მაგივრად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის რეალური სასწავლებლის მასწავლებელი პართენ გოთუა დაენიშნათ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის მაგივრად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის სკოლაში მარიამ გვარამაძის მაგივრად მოეწვიათ სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული, რომელსაც სემინარიაში ნასწავლი ექნებოდა მებაღეობა-მებოსტნეობა და გალობა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლამდე ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის გუბერნიის სოფლის და სამოქალაქო სასწავლებლებში მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პარმენ გიტოს ძე ჭანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თბილისის გიმნაზიის გამგედ დაინიშნა კომერციული სასწავლებლის პედაგოგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ოქტომბერს განათლების მინისტრის N49 ბრძანებით მარიამ ჩიჯავაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გრიგოლ დადიანი გურია-სამეგრელოს ეპარქიის უფროსი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

გაბრიელ ეპისკოპოსი იყო იმერეთის ეპარქიის უფროსი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი ხაზინადრად აირჩიეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში თომა უსეინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა კავკავის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობის დაკავებას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში ნიკოლოზ კურდღელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა კავკავის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობის დაკავება.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში დავით პავლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა კავკავის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობის დაკავებას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში ბარბარე თეოდორეს ასული ყიფშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლის ადგილის დაკავებას.