რეგისტრირებული ფაქტები51855
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს თ. ი. ავილოვი თბილისის გიმნაზიის რუსულისა და გერმანულის მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში საწევრო გადასახადის სახით შესული თანხა 1234 მანეთს შეადგენდა, შემოწირული თანხის ოდენობა კი 1113 მანეთი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დავით კარიჭაშვილი თბილისის გიმნაზიის ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი თბილისის გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებელი იყო
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ივლისში ნიკოლოზ ხიზანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ივლისში ნიკოლოზ თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივლისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად არჩეული ვასილ მანსვეტაშვილი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ჭიათურაში აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა სილიბისტრო ხუნდაძემ ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად 2 მანეთი გაიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად პლატონ ფანცულაიამ 3 მანეთი შესწირა, გიორგი კოხრეიძემ და სილიბისტრო საღარაძემ – 5-5 მანეთი, გიორგი უგრეხელიძემ, ივანე საღარაძემ, ვარდენ ბახტაძემ და ივანე ქორქაშვილმა – 10-10-მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იასონ ესაძემ, სილიბისტრო ჩიქვანმა და ვასილ თარგამაძემ 10-10 მანეთი შესწირეს, მინა ჭავჭანიძემ და ფილიპე მაჭარაძემ – 5-5, ალექსანდრე ბახტაძემ – 100, აკაკი სიმონიძემ კი 20 მანეთი გაიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად კოსტა ჩარგეიშვილმა და სარდიონ მაჭარაძემ 5-5 მანეთი გაიღეს, პავლე ჩხენკელმა და ბესარიონ ნადარეიშვილმა — 20-20, გიგო ჭავჭანიძემ 10 მან. შესწირა, ერისტო ლეჟავამ — 3.
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვარლამ დავითის ძე ძიძიგური თბილისის რკინიგზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე სოფელ ლახუნდარაში დაკრძალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული სახალხო მასწავლებლის, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძის დაკრძალვაზე სოფელ ლახუნდარაში სიტყვა წარმოთქვეს: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ კომიტეტის სახელით, მასწავლებლებმა ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძემ, გიორგი მინას ძე აბაშიძემ და ქალაქის თვითმმართველობიდან – კ. ბუაჩიძემ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 29 ოქტომბერს ნორიოს ქუჩაზე, კოტელნიკოვის სახლში, ყოფილი პედაგოგი იულია მიხეილის ასული სპასკაია გარდაიცვალა.
1923
ტიპი: ორგანიზაცია
1923 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში ეკლესიის გალავნის მოაჯირი შეაკეთა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ინახავდა წიგნსაცავ-მუზეუმს.