ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49188

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე სახალხო უნივერსიტეტში მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი, ვლადიმერ თომას ძე მაჭარაძე და ანდრია დავითის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, დავით ძაძამიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დაენიშნათ.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა ავჭალის ბიბლიოთეკის საზოგადოების მფლობელობაში გადასვლის შემდეგაც მის გამგედ ლ. დანილენკო დარჩენილიყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1909 წლის სხდომის ოქმების მიხედვით, ლ. დანილენკო ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების მდივნად აირჩიეს ერმილე ანჯაფარიძე.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადაეყენებინათ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ექვთიმე ელიაშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის წევრი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, კონსტანტინე ანთაძე ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, პავლე მერაბიშვილი იყო უდის ბიბლიოთეკის გამგე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 30 აგვისტოს ფოცია კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 თებერვალს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრის განთავისუფლების ბრძანებას.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ალექსანდრე თომას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე, კირილე იესეს ძე ნინიძე, ლეონტი ალექსანდრეს ძე მეტრეველი და კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.