ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ბათუმში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან შეეძლოთ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ჭიათურაში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს თევდორე კიკვაძესთან შეეძლოთ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ცისკარიშვილს თელავში აფთიაქი ჰქონდა. 

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქუთაისისა და თბილისის წიგნის მაღაზიებში დაიწყო თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი ფოსტის ფურცლის საქველმოქმედოდ გაყიდვა. მსურველებს შეეძლოთ, ეს ფურცლები ფოსტით მიეღოთ ყვირილიდან მიხეილ ბარამიძისგანაც.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ჩვენი პარტიის ორგანიზაციისათვის“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ვენიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს ელჩი გიორგი მაჩაბელი

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლობიდან (წინამძღოლობიდან) გადადგა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა და ჩვენი პარტია“ (III ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ომები სომხებთან“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქუთაისში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვასილ ბეჟანეიშვილთან და თომა მთავრიშვილთან, გორში – არსენ კალანდაძესთან, ბათუმში – მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან, თელავში კი – მიხეილ ცისკარიშვილის აფთიაქში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გურიაში ჩამოყალიბდა სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალი“, 1897 წელს ასეთივე ამხანაგობა გიორგი ჩიჩუას თაოსნობით სამეგრელოშიც დაარსდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით კახელის წერილი „პროკრუსტის რეფორმა (მიწის მიმღებ კომისიების მოღვაწეობა)“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა პარლამენტს, რომ ნორვეგიაში მყოფ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის ელჩებმა თანაგრძნობით მიიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ნოტა და გაუგზავნეს თავიანთ მთავრობებს დადებითი დასკვნით. დარბაზი ოვაციით შეხვდა ამ მოხსენებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა მარშლობამდე (1900-1910) იყო ქართლ-კახეთის მარშალი. 1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგია კახეთის რკინიგზა, ელექტრონის სადგური, საადგილმამულო კომიის მუშაობა და სხვ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით ივანეს ძე ლეონიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში მდებარე 66 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ ნიკოლაძემ ეგნატე ნინოშვილის ძეგლის გაკეთება დაასრულა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა მიტროფანე ლაღიძის წერილი თედო სახოკიას რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ. 

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ ცუცუნია ღოღობერიძის საქმე განიხილა და ბრალდებული გაამართლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტრიფონ ჯაფარიძის წიგნის „ახალი ათონის“ მოკლე აღწერა სამ შაურად იყიდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ქიმიის პროფესორად პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი მიიწვიეს. იგი შემოთავაზებაზე დათანხმდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ცუცუნია ღოღობერიძეს თავისი ქმრის, გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის, მოკვლას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თელავში მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე კარლო ჩხეიძის მომხრემ გაიმარჯვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნები დეკემბერში უნდა გამართულიყო. თავად-აზნაურთა ერთმა ჯგუფმა ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილის დასახელება გადაწყვიტა.