ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ბათუმის სკოლის რევიზია ილია ივანეს ძე ფერაძეს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ზუგდიდისა და მოიდანახის სკოლების რევიზია ზუგდიდის მაზრის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვლადიმერ გაგუას მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, თელავის სკოლის რევიზია გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების სკოლებს არ ჰყავდა მეთვალყურე. სკოლების დათვალიერება ადგილობრივ მცოდნე პირებს მიენდო, სიღნაღის მაზრის, ნუკრიანისა და შრომის სკოლების რევიზია კი – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გრიგოლ მაჭავარიანი აკაურთის, ბობრალოს ან გომარეთის სკოლის მასწავლებლად უნდა დანიშნულიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განხილული ვარლამ ბურჯანაძის მოხსენების მიხედვით, ატენის სკოლის დახურვის მთავარი მიზეზი სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის მიერ სკოლის შენობის რეკვიზიცია გახდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნევდა, რომ: ატენის, ვარიანის, საგურამოს, ყალამშის, წერაქვის, ნავთლუღის, ზუგდიდის, წინარეხის, მოიდანახეს, გერგეთისა და შრომის სკოლების პედაგოგებს ანაზღაურება უნდა მომატებოდათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“ ამოღებული ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პეტერბურგიდან მიღებული შეტყობინების თანახმად დავით ჩუბინაშვილმა თითქმის დაასრულა ახალი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მას სურდა, ლექსიკონების გაყიდვიდან მიღებული თანხით დაეარსებინა სტიპენდია ქართველებისათვის რომელიმე უნივერსიტეტში.

1877

ტიპი: მფლობელობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 30 მაისს ქალაქის მთავრობამ განიხილა ქალაქისთავის წინადადება სათეატრო ადგილის ყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, მეწარმე ჩითახოვისა და ალექსანდრე ზუბალაშვილისგან 13 000 თუმნად შეესყიდა სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე ქართველი სტუდენტების მდგომარეობის შესასწავლად შეიქმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილი, გიორგი ილიას ძე მაღალაშვილი, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი, ა. დ. აბხაზი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მსახიობი ქალი“.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 18 მაისს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის მეთაურობით რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ოსმალთა ცხენოსანთა ჯარს და ცხარე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 13 მაისს გენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანთა ჯარი დაუპირისპირდა ყარსიდან მომავალ ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 6 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი გენერალ-ადიუტანტი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ოსმალებთან დაპირისპირების დროს მაიორ მიხეილ მელიქოვის კოლონამ დაიკავა სოფელი ზენითი, სადაც მათ ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა 26 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ეღების კარი გაზაფხულისა“.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 5 მაისს სოფელ რუისში დააარსეს რუისის სოფლის ბანკის ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: გრიგოლ მანუჩარის ძე ანჩაბაძე, ნესტორ ბახვას ძე ალექსანდრია, ნიკო ალექსის ძე ბერიძე და პავლე სიკოს ძე ბესელია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ეკატერინე კედია ზუგდიდის განყოფილების წევრი იყო სამი წლის განმავლობაში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს ეკატერინე კედია და კალისტრატე კობახიძე, პირველი ერთხმად, მეორე – ფარული კენჭისყრით (18 თეთრი ამოუვიდა).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ ისევ აქვსენტი ფაღავა აირჩიეს ერთხმად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ განყოფილების გამგეობის წევრი კლიმენტი ლორთქიფანიძე ბაქოში იქნა გადაყვანილი.