რეგისტრირებული ფაქტები49980
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, სპირიდონ გიორგის ძე სიხარულიძე და ისაკო მახარობლის ძე სიხარულიძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იოსებ გრიგოლის ძე შვილევი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 319 წევრი ჰყავდა, ინახავდა ერთ დაწყებით სკოლას და ბიბლიოთეკას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 6485 მანეთსა და 52 კაპიკს, გასავალი – 6144 მანეთსა და 44 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი-ანჩაბაძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 174 წევრი ჰყავდა, ინახავდა ერთ ქართულ სკოლას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 2204 მანეთსა და 03 კაპიკს, გასავალი – 2304 მანეთსა და 68 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე, რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი, დავით მიქელას ძე კვანტალიანი და გიორგი დუნდუა. 1911 წლის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა 25 სხდომა, განიხილეს 78 საქმე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის შემდეგ საზოგადოების წიგნის მაღაზიის მართვა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის მიენდოთ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ივანე გიორგის ძე აბაშიძე ხელმძღვანელობდა. საზოგადოებას 36 წევრი ჰყავდა, განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 598 მანეთსა და 75 კაპიკს, გასავალი – 335 მანეთსა და 15 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძე, ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი და მიხეილ ივანეს ძე ქუთათელაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) წევრები იყვნენ: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე, ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ სერგეის ძე მესხი. 1911 წელს საზოგადოებამ გამართა 14 სხდომა, გაირჩა 16 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) წევრები იყვნენ: ივანე მიხეილის ძე გომელაური, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, სოფრომ გლახოს (გაბრიელის) ძე ტარუაშვილი. 1911 წლის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა 6 სხდომა, გაირჩა 26 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკი და ბესარიონ გაჩეჩილაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა და გიორგი სტეფანეს ძე გუჯეჯიანი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ბარბარე სპირიდონის ასული წერეთელი ხელმძღვანელობდა. საზოგადოებას 22 წევრი ჰყავდა, ინახავდა 5 ბიბლიოთეკას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 470 მანეთსა და 88 კაპიკს, გასავალი – 303 მანეთსა და 78 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებას ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. საზოგადოებას ჰყავდა 68 წევრი, ინახავდა 4 ბიბლიოთეკას, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 1363 მანეთს, გასავალი 414 მანეთს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 30 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ივანე გიორგის ძე კიკაბიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, პავლე ლუკას ძე წულაია, მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი, ამბაკო ჯანელიძე და ამბაკო გიგოს ძე ახობაძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ვლადიმერ პაპავა, ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაია, ვალერიან მიხეილის ძე ხარებავა, კოლია ნიკოლოზის ძე კვერნაძე და ილარიონ იოსების ძე გეგია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სატივეში გაიხსნა სკოლა, სადაც გერვასი ზამბახიძე ასწავლიდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი, მდივანი - ი. ბაქრაძე) 1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ადგილობრივი სტამბისთვის ღირსეული ადმინისტრატორის მოძებნა, უვარგისობის გამო დათხოვნილი გლავაცკის ნაცვლად, დაევალათ: ფილიალის გამგეობის წევრებს - მარიამ ვარდოსანიძესა და ტრიფონ ჯაფარიძეს, ბიბლიოთეკების მეთვალყურეს - მელიტონ დოლაბერიძეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მღვდელი ლავრენტი ივანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იყო.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 23 სექტემბერს ირაკლი პორფირეს ძე ჭიპაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 23 სექტემბერს მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი საგარეჯოს სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია წერეთელი თბილისის I და II სახალხო სამკითხველოების გამგე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასკოლო განყოფილების გამგე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა შულგინა მომღერალი იყო.