ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51113

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 ივნისის N76 ბრძანების თანახმად, თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის მასწავლებელს ლიუდმილა დანელიას საშუალო სასწავლებლის ისტორიის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს თომა გიორგის ძე კვაჭანტირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ვერა გიორგის ასული აბაზაძის ატესტატები NN1445, 1411. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი გერმანიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს აუწყა, რომ იმავე წლის 20 სექტემბრიდან გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო ვერა გიორგის ასული აბაზაძე. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი გერმანიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 ივნისის N72 ბრძანების თანახმად ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელს ბაბილინა კლდიაშვილს საშუალო სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 ივნისის N73 ბრძანების თანახმად თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგს ანტ. ფაღავას უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ქრთული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 24 თებერვალს სამტრედიის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად მიწვეული იყო ნადეჟდა გიორგის ასული აბაზაძე და სთხოვა იგი იმავე წლის 1-ლი თებერვლიდან თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ ქალაქის მოადგილე დ. მიქელაძე და საქმისმწარმოებელი ა. კანდელაკი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს განათლების სამინისტრომ სამტრედიის გამგეობას მისწერა, რომ თუ ნადეჟდა გიორგი ასულ აბაზაძეს გერმანული ენის მასწავლებლობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, მაშინ მას საგნის მასწავლებლად ვერ დაამტკიცებდნენ. მისი დანიშვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 აგვისტოს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა პროფესიული სახელოსნოს სასწავლებლის კურსდამთავრებულ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს გადასცა მოწმობა, რომ მას ჰქონდა ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდების დამადასტურებელი ატესტატები, რომლებიც სამინისტროში ინახებოდა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 აგვისტოს სახალხო განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას გაუგზავნა მოწმობა, რომ მას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1918 წლამდე მარიამ გიორგის ასული ყიფიანი-აბაშიძისა ხონში ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 ივლისს თბილისის საერთო სახელოსნოს სამმართველომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N170 გადასცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებელმა მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანი-აბაშიძისამ განათლების სამინისტროს ხანგრძლივი მასწავლებლის წოდების მინიჭება სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 აგვისტოს განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას უფლება მისცა უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ხელსაქმე ესწავლებინა. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 5 აგვისტოს მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანმა თბილისის ქალთა პროფესიული სახელოსნოს სასწავლებელი დაამთავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აგვისტოს სახალხო განთლების სამინისტრო გასცემს მოწმობას, რომ თბილისის ქალთა პროფესიონალურ-სახელოსნო სასწავლებელის კურსდამთავრებულ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ატესტატები, მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისა, რომელიც გაცემულია ქალთა პროფესიონალური სახელოსნოდან 1904 წლის 10 ივნისს N9-ით და თბილისის საერთო სახელოსნო სამმართველოსაგან 1919 წლის N110-ით, სახალხო განათლების სამინისტროში ინახებოდა. ხელს აწერდნენ: მთვარგამგე და საქმის მწარმოებელი ალ.გვახარია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას (ქუთაისი „სინათლის" ქალთა გიმნაზია) N9 და N170 ატესტატების გარდა ყველა მოწმობა დაუბრუნა. ატესტატები სამინისტროს კანცელარიაში დაიტოვეს. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 14 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე საჩხერიდან თბილისის მეხუთე ვაჟთა გიმნაზიაში ჯიშკარიანს სწერდა, რომ ექიმი იაშვილის სანახავად ბათუმში მიდიოდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 9 თებერვალს ზესტაფონიდან ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისში ვაჟთა მეხუთე გიმნაზიას სწერდა, რომ 15 თებერვალს დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 6 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს ავადმყოფობის შესახებ ატყობინებს და დახმარებას სთხოვს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 დეკემბერს ქშწკგ საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ (მდივანი იასონ ბაქრაძე) საზოგადოების მთავარ გამგეობას საყმაწვილო ლიტერატურის საკუთარი გამოცემების უფასოდ ან ფასდაკლებით დათმობა სთხოვა. განყოფილების წევრებს სახალხო სკოლებისა და წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის წიგნების უფასოდ დარიგება სურდათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

სოფელ სავანეში მცხოვრებ არგვეთის საზოგადოების მოქალაქე ანდრია ივანეს ძე აბაშიძეს 1919 წლის 2 ოქტომბრიდან არგვეთის საზოგადოების კომისრის – ვ. ხაჭაპურიძის თანხმობით, საქართველოს რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრების უფლება მიეცა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 14 ოქტომბერს ჭიათურის პირველდაწყებითი სასწავლებელის კურსდამთავრებული ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს სამსახურს სთხოვს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 28 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის ბრძანებით, 15 იანვრიდან გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველმა გიმნაზიამ სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1919 წლის 15 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა ფიზიკის 10 თავისუფალ გაკვეთილზე წარჩინებული ინჟინერ-ტექნიკოსი გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე მიეწვია. გიმნაზიამ მინისტრს სთხოვა ნებართვა, დაეშვა იგი აღნიშნული გაკვეთილების მასწავლებლად. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ი. კუჭუხიძე და საქმისმწარმოებელი მეთ. ცაგარეიშვილი.