ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჰაი-კანუშა ელიზბარის ასული ივანოვი , მუშაობდა 1913 წელს დაფუძნებულ ცხინვალის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტავროპოლის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კონსტანტინე ბურდღუს ძე ინჯია ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული ერმილე კალისტრატეს ძე გაბიანი ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ივანე პეტრეს ძე მუსერიძე ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რაჟდენ იოსებს ძე ჭეიშვილი ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვარლამ ბესარიონის ძე მახარობლიძე ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს დავით ივანეს ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული თედორე ანტონის ძე ანთელიძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იოსებ გლახუას ძე დიდია 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელეფთერ ზაქარიას ძე ღვალაძე, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კომერციული ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი თეოფილე ანთიმოზის ძე კალანდაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული სადიკო მელიტონის ასული ვაშაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული თეოდორე თეოდორეს ძე ჩუდევი 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე გიორგის ძე კავსაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე მუშაობდა 1904 წელს დაარსებულ ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ექიმად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 მაისს ლანჩხუთის სრულუფლებიანი ქალთა გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ფრანგული ენის მასწავლებელი ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მან ორი წლის განმავლობაში გიმნაზიაში ფრანგულის ენის სწავლების ხარისხი გააუმჯობესა და სწორედ ამიტომ, ეკატერინე ფხაკაძემ სამინისტოს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნა ლანჩხუთის გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 მაისს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელ ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დამსახურებითი სიის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 მაისს ლანჩხუთის სრულუფლებიანი ქალთა გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძემ სახალხო განათლების სამინისტროს აცნობა, რომ ფრანგული ენის მასწავლებელ ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დოკუმენტები N31329 1917 წლის 30 ოქტომბრიდან სამასწავლებლო ოლქში ინახებოდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელ ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 29 წლის იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს წარმოადგინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრობის კანდიდატები: იოსებ ლუკას ძე კიკნაძე, გიორგი სპირიდონის ძე კაჭარავა, ალექსანდრე ღლონტი, რაჟდენ ლევანის ძე საჯაია, გიორგი ივანეს ძე ტაბიძე, ავქსენტი ბაღათურია, პორფირე ფარულავა, ლუკა ახალაია და კირილე მიხეილის ძე ფარულავა.

1920

ტიპი: თანამდებობა

სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ბ. შარაშენიძე მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კავკასიის კომისარიატმა ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების ფრანგულის ენის მასწავლებლად დანიშნა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ისიდორე ზურაბის ძე ბახტაძე, კონსტანტინე გიორგის ძე ბაბუციძე, ვლადიმერ ლუკას ძე ბერძენი, გრიგოლ მაქსიმეს ძე ბირკაია, გრიგოლ შიოს ძე ბურჯანაძე, აბრამ ისაკის ძე ბეჟანაშვილი, იაკობ ივანეს ძე ბურჭულაძე, არმინაკ ივანეს ძე ბეგალოვი, ვალერი მიხეილის ძე ბილანაშვილი, თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძე, ილია გიორგის ძე გოგია, დავით გორგაძე და ვლადიმერ გრიგოლის ძე გვალია.

1920

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N80 ბრძანების თანახმად ნიკოლოზ დიმიტრის ძე ნუცუბიძე ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დამტკიცდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1917 წლის 1-ლ სექტემბრამდე ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე კუზანის ივანოვის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა. 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან კი – ფრანგული ენის მასწავლებლად ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში.