ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ივანე ჭყონია, ივანე ბარამიძე და თეოფანე სიხარულიძე ლანჩხუთის უფასო სამკითხველოს გამგეები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის პიესას „ციცინათელა“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნება დართეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველი იანვრის ანგარიშის მიხედვით, მარგარიტა თებზაძე, ნატალია თუმანიშვილი, ივანე თუმანიშვილი, გიორგი თუთბერიძე, გალაქტიონ თუთბერიძე, ერასტი თუთბერიძე, რაჟდენ თურქია და ირაკლი იაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ლანჩხუთის უფასო სამკითხველოს გამგეებმა – ივანე ჭყონიამ, ივანე ბარამიძემ და თეოფანე სიხარულიძემ – ლოლა იმნაძეს მადლობა გადაუხადეს თანხის შეგროვებისა და შეწირვისთვის.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრებმა – სიმონ ხურცილავამ, ტრიფონ ჯაფარიძემ, ოლღა ჯაფარიძემ, მარინე ჯაფარიძემ, ლიდია ჯაფარიძემ, გიორგი ჯაფარიძემ, ლუკა ჯაფარიძემ, ალექსანდრე ჯანელიძემ, ნიკიფორე ჯანელიძემ, მატრონა ჯანელიძემ, ივანე ჯულუხაძემ – საწევრო 3-3 მანეთი გადაიხადეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებამ ბიბლიოთეკების შესანახად 182.84 მანეთი გამოეყო, წვრილმანი ხარჯისთვის კი — 473.42 მანეთი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სვიმონ კვიტაშვილს ნება დართო, წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი ბაქოში საზოგადოების სკოლის მშენებლობისთვის გამოეყოთ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ბაქოს განყოფილებას საზოგადოების სკოლის მშენებლობას 7 000 მანეთზე მეტი სჭირდებოდა. განყოფილებას კი საჭირო თანხა არ ჰქონდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების წლიური გასავალი 5626.02 მანეთი იყო. ამ თანხიდან 3562.50 მანეთი საზოგადოების სკოლას მოხმარდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძეს მიუძღვნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული ამხანაგობის დაარსების პირველ წლებში მმართველი კომიტეტის თანამშრომელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების დასისთვის შეკრიბა ახალი ნიჭიერი მსახიობები. მისი სახელი ქართული სცენის ისტორიაში არავის დაავიწყდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო პირველი, რომელმაც 1878 წელს განაახლა ქართული დრამატული ამხანაგობის მუშაობა სცენაზე და პირველ წლებში დასს დროებითი კომიტეტის დახმარებით ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ხაზინადრად აირჩიეს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ დავით გიორგის ძე ერისთავი აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი თბილისის სამხედრო სკოლის უფროსი ექიმი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობა გულგრილი ვერ დარჩებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერთა შორის 23 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მიმართ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სამხედრო მინისტრად დაინიშნა გრიგოლ ლორთქიფანიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის მოსახლეობამ დასკალ, ყარამან და ვლადიმერ მაღრაძეები სკოლისთვის მიწის შეწირვის გამო წვრილი სასოფლო ხარჯებისგან გაათავისუფლა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ივანე გომართელის „ჯავახეთი და ჯავახელნის“ დასკვნითი ნაწილი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მტერი ამბობს“.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ თბილისის გამგეობას აცნობა, რომ საერო განათლების სამინისტრომ თბილისში ახალი სამრეწველო ხასიათის სასწავლებლის გახსნის გადაწყვეტულება მიიღო და სთხოვა, ეცნობებინათ მისთვის, რა სახის სამრეწველო სასწავლებელის გახსნა სურდათ.