ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45905

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ჯორჯაძისა თბილისში ღვინის სარდაფს ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში სტამბას ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ივანეს ძე ავალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრის სოფელ ჩუმლაყში მდებარე 4 დესეტინა მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში სასახლის ქუჩაზე მდებარე სამ და ხუთსართულიანი ქვითკირის სახლები სარდაფებითა და საყინულეთი, 267 საჟენი და 4 ¾ არშინი მიწა, რომლებსაც გადასახადის გადაუხდელობის გამო ბანკი ყიდდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ისააკ თომას ძე ნარიმანოვს თბილისში, ორთაჭალაში, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭრის ლისინოვის მაღაზია გაძარცვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე მანთაშევი ფლობდა ქარვასლას თბილისში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი ფლობდა აფთიაქს თბილისში, გოლოვინის 41-ში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თომა გრიგოლის ძე ჯომარჯიძეს ოქროყანაში ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ჰქონდა სარდაფით, სამზარეულოთი, თავლით, ეზოთი, წყაროს წყლითა და ერთი დესეტინა მიწით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ეგნატეს ძე პოლტორაცკის ოქროყანაში 148 დესეტინა და 900 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საძოვარი და საბოსტნე ადგილები, ბაღები და შენობები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავს ნაწრეტში 101 დესეტინა და 1600 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია, ნიკოლოზ და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვებს ქვემო ნიჩბისში და სასხორში 53 დესეტინა და 1555 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საბოსტნე ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სამსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძეს ნიგოითში 410 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი სოლომონის ძე ყარალოვს ართანაში 98 დესეტინა და 1420 კვადრატული საჟენი ტყე, წისქვილი, სახნავ-სათესი, საბაღე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს არტემ ალექსანდრეს ძე ტერ-სარქისოვსა და ბეგლარ გიორგის ძე ხითაროვს ჟებოტაში 2008 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სანახირე ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილს სიმონიანთხევში 71 დესეტინა სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ და ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვებს ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ყარაღაჯში 115 დესეტინა და 2155 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს ბებნისში 43 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბოსტნე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დიმიტრი გრიგოლის ძე ციციშვილსა და ელისაბედ გრიგოლის ასულ ციციშვილს ბულაჩაურში 246 დესეტინა და 420 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძეებს ზიარში 229 დესეტინა და 30 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სერგო ზაალის ძე მეღვინეთუხუცესს ბაიხოსა და ალავერდში 31 დესეტინა და 560 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს საგურამოში 262 დესეტინა და 1997 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძეს საგურამოში 286 დესეტინა და 690 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს ყვარელში 498 დესეტინა და 250 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე, სამოსახლო დგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ივანეს ძე ავალოვს სიღნაღის მაზრაში 1620 დესეტინა და 786 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.