ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს ზაქარია მიხეილის ძე კლიმიაშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბუჭუა აფაქიძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველ თედო ჟორდანიას შეესწავლა აფაქიძის დაარსებული სკოლის მდგომარეობა და ეცნობებინა გამგეობისთვის მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუჭუა აფაქიძის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა მას სააფაქიძიო ეწერში, სამეგრელოში მის მიერ დაარსებული სამრევლო სკოლის მასწავლებლისთვის ხელფასის, 10 მანეთის დანიშვნით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა სკოლების გახსნასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად არჩეული კომისიის დანიშნულება. კავკასიის ოლქის მზრუნველმა საზოგადოებას უარს განუცხადა კერძო სკოლების გახსნაზე და საზოგადოების თანხით მხოლოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლების დაარსების უფლება მისცა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ოქტომბერს მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრები – იასონ გეგეჭკორი, სერაფიონ გეგეჭკორი, ნ. ხვინგია, ნ. ქუთათელაძე და ვ. მონიავა –განათლების სამინისტროს სკოლის დირექტორად ნაღვარევის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგის, სილიბისტრო პეტრეს ძე ფაციას, დანიშვნას სთხოვენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 ოქტომბერს ყარსის ქალთა სასწავლებლის ყოფილმა ზედამხედველმა ნ. გ. სერგეევამ განათლების სამინისტროს თბილისის პირველი დაწყებითი სკოლის გამგის მ. გ. კონიაშვილისთვის დახმარება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 აპრილს განათლების სამინისტროს სალიკვიდაციო თანხის ანაზღაურების თხოვნით მიმართეს ბათუმისა და ყარსის გიმნაზიების თანამშრომლებმა: ლ. ი. სახაროვმა, ალექსანდრე თოხაძემ, ო. ა. ივანოვმა, დ. ს. მგელაძემ, ტ. ვ. დობროლიუბოვამ, ე. ი. ნაუროვამ, დ. ს. მგელაძემ, ვ. მ. სკარდინომ, ო. ა. დახნოვიჩმა, ა. გ. ტუვოვმა, გ. პ. ვაიევმა, ნ. ვ. ბურიშინმა, ე. ი. ილიუშინმა.

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარიამ ვარდოსანიძის, მელანია გველესიანისა და ელისაბედ ტყეშელაშვილის თაოსნობითა და ქუთათურ მანდილოსანთა დახმარებით ქალაქის ბაღში გამართულმა ტრადიციულმა საჯარო სეირნობამ, იაფი ვაჭრობითა და გასართობებით, საზოგადოებას შესძინა 1355 მან. და 68 კაპ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებამ მოიწონა გამგეობის მოხსენება სტამბის დაარსების თაობაზე. სტამბამ მუშაობა დაიწყო 1913 წლის 14 ნოემბერს. ანგარიშის თანახმად, 1913 წელს სტამბაზე დაიხარჯა 5840 მანეთი და 26 კაპიკი. ხელმომწერნი: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ოცხელი (თავმჯდომარის ამხანაგი), ბართლომე მოსეშვილი (მოლარე), წევრები – მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იაზონ ბაქრაძე, ისიდორე კვიცარიძე, სამსონ ყიფიანი, სვიმონ ხეჩინოვი, სილოვან ხუნდაძე, ტრიფონ ჯაფარიძე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. ნორიოს სკოლის მასწავლებელ ნ. ჯაჯანიძეს გაუგზავნა დადგენილება, კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28-29 ივნისს გაიმართა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მორიგი საერთო კრება, რომელმაც განიხილა განვლილი 3 წლის (1912-1914) ანგარიში და აირჩია გამგეობა: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, იაზონ ბაქრაძე, ევტიხი ჩხატარაიშვილი, სერგო რობაქიძე, გრიგოლ გიორგაძე, ბართლომე მოსეშვილი, სამსონ ყიფიანი, იაკობ ფანცხავა, გიორგი ტუსკია, რაჟდენ კანდელაკი, ილია ფირცხალაიშვილი.

პირები
წყარო

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ დიმიტრი დანიელის ძე ორლოვს გაუგზავნა დადგენილება N185.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ანტონ ფილიპეს ძე კირილოვს გაუგზავნა დადგენილება N186.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ხუციშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელ ანტონ ცეცხლაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N86.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ დაბა ვანის სკოლის მასწავლებელ ფელიპე მიხაილის ძე ტეტუნაშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ლესიჭინის სკოლის მასწავლებელ სოფრონ ბერულავას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N99.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კირცხის სასწავლებლის პედაგოგ ისიდორე ჭანტურიას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, ბრძანება N30.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს წიგნსაცავისა და მუზეუმის შენობის აგების საკითხი, რაზეც იაკობ გოგებაშვილმა განაცხადა, რომ ეს საჭირო არ იყო, მით უფრო, რომ საზოგადოებას, წესდების მიხედვით, არ ჰქონდა უძრავი ქონების შესყიდვის უფლება; წინააღმდეგ შემთხვევაში წესდება უნდა შეცვლილიყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრს, არქიმანდიტრ ნესტორ ყუბანეიშვილს, 1914 წლის 1-ლი იანვრის ჩანაწერის თანახმად, ერთიანად აქვს გადახდილი საწევრო შესატანი (100 მანეთი).

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა ქართველ მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიის გაფართოებას. დიდუბის ეკლესიის დეკანოზ მირიანაშვილის განცხადების თანახმად, სავსებით შესაძლებელი იყო პანთეონის დასავლეთით მდებარე 6000 საჟენი ფართობის ხეხილის ბაღის შემოერთება. ეს ტერიტორია ქალაქის კომუნალურ განყოფილებას ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეშუამდგომლა ქალაქის კომუნალური განყოფილების წინაშე ამ საკითხთან დაკავშირებით.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 9 თებერვალს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორ დ. სემინოვის რეკომენდაციისა და ნიკო ცხვედაძის მოხსენების საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატებად მიიღეს: ო. კვიჟინაძე, ე. ოდიშელიძე, დ. კერესელიძე, დომენტი ფირცხალავა, ბესარიონ ჭილაძე. მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ სემინარიის დასრულების შემდეგ 6 წელი საზოგადოების სკოლებში უნდა ემუშავათ.