რეგისტრირებული ფაქტები50440
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში გაიმართა ორი საქველმოქმედო საღამო თელავის საქალებო სასწავლებლისა და ღარიბი ოჯახის დასახმარებლად. საღამოზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ადვოკატი მელაძე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსახიობმა დავით აწყურელმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ ვასილ როსტომის ძე ყიფიანი თბილისის თავადაზნაურობის სკოლისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. მისი სახელი, როგორც პატიოსანი გამოცდილი და ნიჭიერი მასწავლებისა, დაუვიწყარი იქნებოდა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პროგიმნაზიის ინსპექტორ მარტინოვსკის ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო მთელი 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა თბილისის პროგიმნაზიულ საბჭოსი. ივერიაში დაიბეჭდა ის მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა მოსწავლის „დაქანცვას“ სწავლების მეთოდებითა და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 1-ელი იანვრისთვის ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი ჯამში 4 685 197 მანეთი და 66 კაპიკი იყო. ბალანსს ხელს აწერენ ბანკის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, გამგეობის წევრები: ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი, ბუღალტერი ო. სვანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოში სავაჭრო სამრეწველო პალატის კომიტეტმა აირჩია რაჟდენ დათეშიძე, ხოლო კანდიდატად იასონ ლორთქიფანიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არსენ კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი წიგნები: 1) „რიტორიკა“, ანტონ კათალიკოზისა, 2) „სიბრძნე-სიცრუისა“, ხელნაწერი, 3) „ყვავილის აცრა“, გოდერძი ფირალოვისა, 4) „დარიგება მზის დაბნელების დროს 1851 წელსა“, 5) „საქრისტიანო ცხოვრება“, დაბეჭდილი რომში 1741 წელს, 6) „ცხოვრება წმ. გიორგისა“, გალექსილი მღ. იორდანე ელიოზისძის მიერ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში საერო პირთაგან 3-4 წევრის დასახელება და არჩევა დამსწრეებს დაავალა. კრებაზე მყოფთაგან აირჩიეს გენერალი ლავრენტი ბალუაშვილი და ივანე რატიშვილი. გარედან მოსაწვევად დაასახელეს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და იასონ ჯავახიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს დადგენილებით, ამავე საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს დაეკისრა შაბიამან-გოგირდზე ფასების მომატების შესახებ მოხსენებით წარუდგეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და საბჭოს თავმჯდომარე ი. ზ. ანდრონიკაშვილს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე იყო აგრონომიული საბჭოს წარმომადგენელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე იყო მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებულ კარნავალში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვა-აბაშიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომლებიც საკარნავალო მსვლელობისას მორთულ ავტომობილში ისხდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო ივანე ბერიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ წერს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოება დიდ მადლობას უხდიდა სოლომონ მესტიაშვილს, რომელმაც საზოგადოების წიგნის მაღაზიას 100 ცალი საყმაწვილო წიგნი „ბუნების მოვლენანი“ შესწირა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შავი ქვის მრეწველ ილარიონ დავითის ძე ბერიძის ოჯახი: მშობლები მართა და დავითი, დები ელისაბედ და მატრონა, ძმები გერასიმე, არისტო, სოლომონ, პარმენ, გიორგი, არტემ და ივანე ბერიძეები იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 17 იანვარს ქ. ხონში.