ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნესტორ გიორგის ძე მხეიძემ, კონსტანტინე კალანდარიშვილმა და დ. მშვიდობაძემ ნიგოითის სამკითხველოს 3-3 მანეთი შესწირეს, დ. ბარამიძემ, დ. ფირცხალაიშვილმა და სილ. ტოროტაძემ – 2-2 მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლივერ უორდროპი საქართველოში მოგზაურობის დროს თელავში ჩავიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თადა აშორდიამ მეგრული დამწერლობის დაარსება გადაწყვიტა და მეგრული ანბანი შეადგინა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია ჯონ ოლივერ უორდროპის კავკასიაში მოგზაურობის შესახებ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბსკაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის შვილიშვილები იყვნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ხორო გამართავდა სამმოქმედებიან წარმოდგენას „ყარამანი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „წიგნი, მოწერილი ჯარიდგან ალმასაანთ ბესოსგან თავის დანიშნულს თამრო გოგოსთან“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე პოლტორაცკის „Кавказский календарь“-ის შესაძენად 8 მანეთი გადასცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სოფელ ენისელში მასწავლებელ ლევან ხოსროშვილს თავს დაესხნენ ყაჩაღები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ლევან ხოსროშვილი სოფელ ენისელში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნაფიცი ვექილის, ივანე ზედგინიძის წერილი „გადაუდებელი საქმე, შესახებ საგვარეულო მამულების გამოსყიდვისა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს პროფესორმა სიმონ ავალიანმა წაიკითხა მოხსენება სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვარს პროფესორ სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკო ხიზანიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 17.75 მანეთი გადაუხადა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მამუკა (მაკარ) ივანეს ძე ორბელიანი იყო კაპიტანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა პუშკინის ქუჩაზე – ალექსანდრე ძეგველოვთან.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის წევრებმა სურამში დადგეს დავით ერისთავის მიერ ნათარგმნი პიესა „სამშობლო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ა. ხახანაშვილის წერილი „თბილისის ებრაელთა ეროვნული საბჭოს შუამდგომლობა ქალაქის გამგეობაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ყიფშიძის წერილი „გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ამერიკა და სოციალიზმი“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პ. ვადაჭკორიამ, კ. ჟოჟიკაიშვილმა, ე. მშვიდობაძემ, მ. ასკურავამ, ხ. მგელაძემ, ლ. გოგუაძემ, ა. კალანდარიშვილმა და ვ. გოგეშვილმა ნიგოითის სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ალექსანდრე მაჭუტაძემ ნიგოითის სამკითხველოს 10 მანეთი შესწირა, აღათი მაჭუტაძემ და გერასიმე ჟოჟიკაიშვილმა – 5-5 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველ აგვისტოს შტატის გარეშე დარჩნენ ბათუმის დაწყებითი კლასების მასწავლებლები: ტერეზა თოხაძე, ელენე ხევსურიანი-მაკმაკოვა, ნინო საყვარელიძე, ევგენი ოდიშარია, ანა მგალობლიშვილი, აპოლონ ფანცულაია, თამარ ჯიშკარიანი, მარიამ ხომერიკი, ივანე ბარაბაძე და ოლღა ოდიშარია.