ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი ბახვის სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, რომ მას ჰქონდა ორი სართული, პირველი სართული ქვის იყო ორი კლასით, მეორე სართული ბიბლიოთეკასა და ოსტატის ოთახს ეკავა, რომელიც ზოგჯერ კლასადაც გამოიყენებოდა. სასწავლებლის ეზოში იყო სასაფლაო და მისი დამაარსებელი ბევრ ფულს იხდიდა მიწის შესასყიდად, მაგრამ მეპატრონეები არ თანხმდებოდნენ. მოსწავლეების რიცხვი ზამთარში მცირდებოდა, ასევე, შემოდგომაზეც სიცივისა და სხვადასხვა საქმის გამო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი სოფელ კონდოლის სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, რომ მას სოფლის საზოგადოება ინახავდა 350 მანეთით. აქედან, 300 მანეთი მოსწავლეებზე იხარჯებოდა, დანარჩენი კი – სასწავლო ნივთებზე. მოსამსახურეებს ხელფასი 35 მანეთი ჰქონდათ, სასწავლებლის ფონდიდან შემოსავალი იყო 35 მანეთი. იქ 37 მოსწავლე სწავლობდა, რომელთაგან 6 იყო ქალი, შვიდი მოსწავლე სხვა სოფლის საზოგადოებიდან იყო და იხდიდნენ 3-დან 6 მანეთამდე. ეს მოსწავლეები სასწავლებლის ფართის სივიწროვის გამო ან უნდა გაეშვათ სკოლიდან ან კონდოლის საზოგადოების ბავშვები უნდა მიეღოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი სოფელ კონდოლის სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, რომ იქ 37 მოსწავლე სწავლობდა, რასაც ფართის სივიწროვე და სიბნელე განაპირობებდა. იგი გადასაკეთებელი იყო, 25 მოსწავლისთვის სჭირდებოდა მაგიდები, ერთი კლასის დაფა და მასწავლებლებისთვის მაგიდები და სკამები. სასწავლებელში ზამთარსა და გაზაფხულზე მოსწავლეების რიცხვი იზრდებოდა, ისინი ზოგჯერ ციებ-ცხელებით ავადდებოდნენ; მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება არ იყო საკმარისი. კონდოლის სოფლის 350 მაცხოვრებლისთვის კი – 37 მოსწავლე ძალიან მცირე რაოდენობა იყო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 31 იანვარს გამგეობის წევრი და წიგნსაცავის გამგე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ ოქროს ფულების კოლექცია (რვა ცალი) და ერთი ოქროს საბურნუთე ყუთი დაიკარგა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 24 იანვარს წიგნსაცავის გამგე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ წიგნსაცავ-მუზეუმისთვის ნივთებისა და წიგნების დასალაგებლად საჭირო იყო კარადები. გამგეობას სთხოვდა ხუთი კარადის საფასურის, ოცდახუთი თუმნის გადახდას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილი ე. წ. ფიქრის გორა დაგირავებული იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკში და 1911 წლის 31 დეკემბრისთვის ვალად 22655 მანეთი და 60 კაპიკი ედო. ვალი წერა-კითხვის საზოგადოებამ თავის თავზე გადმოიტანა, 37344 მანეთი და 40 კაპიკი კი ნაღდად უნდა მიეცა მიწის მეპატრონისთვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ გაათავისუფლონ თანამდებობიდან. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ. გამგეობამ კომისიის მოხსენება დაამტკიცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე კალენიკე გოგიბერიძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო მასწავლებელთა კორპორაციის შექმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებს მოთხოვნისამებრ ყველა საჭირო ნივთს უგზავნიდნენ. ასევე 1911 წლიდან საზოგადოების ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იყო სკოლებისთვის სასწავლო ნივთების შესაძენი თანხა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში სამინისტროს სკოლებთან შედარებით სწავლა-აღზრდის საქმე უფრო მოწესრიგებული იყო, რაც ნათლად ჩანდა სამინისტროს კავთისხევისა და საზოგადოების წინარეხის სკოლების ერთმანეთთან შედარებისას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მას საზოგადოებისაგან დავალებული ჰქონდა მუზეუმისთვის ადგილი ვერაზე, სახელწოდებით ფიქრის გორა ი. ზ. სვანიშვილისაგან შეეძინა. ეს ადგილი ზომით 4656,75 საჟენი იყო. პატრონი მამულს 60000 მანეთად აფასებდა და საზოგადოებაც ამ ფასად მოურიგდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სამუზეუმო კომისიის კრებამ გადაწყვიტა მუზეუმისთვის ადგილი ვერაზე შეეძინა, რომელსაც ფიქრის გორა ეწოდებოდა. ხელს აწერენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე.

პირები
წყარო

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მოსწავლეების რიცხვი კი არ იკლებდა პირიქით, საგრძნობლად იმატებდა. მან მაგალითად მოიყვანა ატენის სკოლა, სადაც მოსწავლეთა რიცხვი 47-დან 78-მდე იყო გაზრდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ლაღიძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების მომზადების საქმის გასაუმჯობესებლად პედაგოგიური პრაქტიკული კურსები უნდა ჩატარებულიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ლაღიძემ განაცხადა, რომ გამგეობის რეორგანიზაციის შემდეგ საზოგადოებას ავტორიტეტი დაეკარგებოდა და შემოწირულობების რაოდენობა შემცირდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ლაღიძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრებისთვის ჯამაგირის დანიშვნა შეამცირებდა საზოგადოების ბიუჯეტს და ახალი სკოლებიც ვერ გაიხსნებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე კალენიკე გოგიბერიძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო მასწავლებლების მატერიალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ და სკოლების ბინები შეძლებისდაგვარად კარგად მოეწყოთ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს შალვა ქარუმიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას შესთავაზა, რომ ცოდნის გასავრცელებლად მცოდნე პირებს ჩაეტარებინათ სპეციალური კურსები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს შალვა ქარუმიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას შესთავაზა, რომ შეხვედრები გაემართათ მასწავლებლების პროგრამების შესამუშავებლად და განსახილველად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს შალვა ქარუმიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას შესთავაზა, რომ სახელმძღვანელოს სახით გამოეცათ საზოგადოების აწმყო და წარსული ცხოვრების ამსახველი სურათები და დაერიგებინათ მასწავლებლებისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს შალვა ქარუმიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას შესთავაზა, რომ სახელმძღვანელოების გამოსაცემად ფონდი დაეარსებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით ვაჩნაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრთა რიცხვი უნდა შეემცირებინათ 4 ადამიანამდე და მათთვის ჯამაგირი დაენიშნათ, რათა საზოგადოება უფრო ქმედითუნარიანი გამხდარიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით ვაჩნაძემ განაცხადა, რომ სკოლები სამაგალითოდ უნდა მოწყობილიყო. ამასთანავე დიდი ყურადღება უნდა მიექციათ მიუვალი კუთხეებისთვისაც, სადაც ელემენტარული წერა-კითხვის მცოდნეც კი არ იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლ. ცაგარელმა განაცხადა, რომ თბილისში სანიმუშო პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსების შემთხვევაში იქ გამოსაცდელად მუდმივად უნდა ჰყოლოდათ ოთხი მასწავლებელი და ავტორიტეტულ პედაგოგებს მოემზადებინათ, რათა ისინი საუკეთესო აგენტები, პიონერები გამხდარიყვნენ და სოფლებში სწავლა-განათლება გაევრცელებინათ.