რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე მოისმინა გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის, მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ და საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე უმიკაშვილის თხოვნა, სახლში საკითხავად მიეცათ ქართული ჟურნალ-გაზეთები.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები NN100, 110, 103, 107, 105, 117, 109, 104, 114, 119, 101, 106, 113, 102.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-ელიდან 8 თებერვლამდე საზოგადოებას შემოუვიდა 426 მან. 24 კაპ., დაიხარჯა 296 მან. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, პეტრე უმიკაშვილისთვის ჟურნალ-გაზეთები მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოთხოვნა სკოლისათვის წიგნების გაგზავნის შესახებ. საკითხი შემდეგი სხდომისთვის გადადეს. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1898 წლის 21 დეკემბერს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის ხარჯთაღრიცხვა. შემოსავალი იყო 1071 მან. 3 კაპ., ხარჯი – 305 მან. 25 კაპ., მოგება – 766 მან. 10 კაპ. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშის თანახმად, დრამატულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად 1910-1911 წლებში პეტრე ყიფიანის თაოსნობით გამართული ორი საღამოს თანხა გადასახდელი ჰქონდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს სვირსა და ხრესილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-სამკითხველოები გაიხსნა. ლაილაშში არ გახსნილა, რადგან გამგეობას საბუთი არ ჰქონდა მიღებული. ცნობას ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იასონ ბაქრაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ ოცხელის, სილოვან ხუნდაძისა და ისიდორე კვიცარიძის ანგარიში წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, ინჟინერ საპიცკისთვის ეთხოვა სამკითხველოების ორი პროექტის (ერთ და ოროთახიანი შენობების) შედგენა. მათი ფასი 300-500 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ცნობას ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იასონ ბაქრაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში წინარეხის სკოლის შესახებ აღნიშნა, რომ სკოლისთვის ფული დროულად ვერ გროვდებოდა, რის გამოც მასწავლებლები თავის დროზე ვერ იღებდნენ ხელფასებს. მისი აზრით, გამგეობას უნდა მიეცა ხელფასები ხაზინიდან იმ პირობით, რომ უკან დააბრუნებდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა განიხილეს ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ანგარიში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების მზრუნველობის კომიტეტის მოხსენება სკოლათა მართვის გამგეობის ინსტრუქციაში ცვლილებების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო, ხელს აწერენ – გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სარგის კაკაბაძემ, საზოგადოების ბიბლიოთეკიდან სამეცადინოდ წიგნები ეთხოვებინათ, რაზეც გამგეობამ უარი უთხრეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ სტეფანე ნიკოლაიშვილისთვის სასწრაფოდ გადეცათ გიორგიწმინდაში წასასვლელად 10 მანეთი, რათა დაუყოვნებლივ შესდგომოდა მოვალეობის შესრულებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდნენ ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჭყონია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში სარგის კაკაბაძეს გადასცა — 7.33 მან., კონსტანტინე მესხიშვილს — 88.18 მან., ასევე დაფარეს საკანცელარიო ხარჯი, განათების ხარჯი და საზოგადოების სხვა ხარჯი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განგეობამ სერგი გორგაძეს წიგნების ანგარიშში გადასცა — 25.94 მან., იპოლიტე ვართაგავას თელავში წასასვლელად — 6.10 მან., იასონ კერესელიძეს — 190.50 მან., დოისიციანს — 8.55 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ არ არსებობდა დაწესებულება, სადაც ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გამოცდებს ჩააბარებდა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის წოდების მისაღებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ, მდივანმა გ. მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილემ 23 იანვრის N5 ბრძანებით, ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ხატვის მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცა. ასევე, მას გაუგზავნეს ბაისოგოლოვას N60, N82 და N2779 მოწმობები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გულისაშვილს ექვსი თვით ათხოვა დოლარის კუპიურა ასლების გასაკეთებლად. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და ეკატერინე გაბაშვილმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს, რომ ნება ეძლევა მასწავლებელ სიმონ ი. გძელიშვილს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 500 მანეთი გამოუწეროს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გომარეთის სკოლის პედაგოგ ერასტი გორდელაძეს ორი თვის ჯამაგირი 40 მანეთი გადაუხადა.