ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40119

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მათი მოთხოვნილი ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის საფასური 12. 50 მანეთი იყო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 1-ლ მარტს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა, მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაედასტურებინათ წიგნებისათვის გაგზავნილი თანხის მიღება.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის მარტში ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თუ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით პედაგოგიური საბჭოს პროტოკოლში ცვლილების შეტანას გადაწყვეტდნენ, ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდებოდა (თუმცა პროტოკოლი 1890 წლის მაისამდე უნდა განეხილათ).

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილს გაზეთ „ივერიასთან“ დაკავშირებული საკითხების ერთად განხილვა შესთავაზა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მკურნალის მოქალაქეობრივი მოვალეობა“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში, რომელზეც სოფლებში პურის მაღაზიების მოწყობის საკითხი განიხილეს. ილია საორგანიზაციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის თხოვნა ყველა პროტოკოლის დედნის გაგზავნის შესახებ. ყიფიანს აინტერესებდა, რა სახით გაეგზავნა გამგეობისთვის პროტოკოლები.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კალიასთან ბრძოლის აუცილებლობა“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 22 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მუშა ხალხის საქმე გერმანიაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლად ხარჯის მოკრების და მისი შენახვის ნაკლი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კარგად წაკითხვა წასაკითხისა“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს 14 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ივანეს ძე ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის გაგზავნა სთხოვა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი 13 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 12 თებერვალი“, რომელიც შემდეგ მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დიდუბის ეკლესიის ეზოში დიმიტრი ბაქრაძის დაკრძალვას დაესწრო და ცხედარი შეამკო გვირგვინით, რომელსაც ეწერა: „საფლავი შენისთანა კაცისა, სალოცავია მამულისა“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 თებერვალს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის თარგმანი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 თებერვალს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, ეცნობებინათ, პედაგოგიურ საბჭოს ყველა პროტოკოლი უნდა გაეგზავნა მათთვის, თუ მხოლოდ ის, რომელიც ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის წყობილებაში რაიმე ცვლილებას გულისხმობდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქუთაისის სკოლაში მის მისვლამდე მიღებული დადგენილების თანახმად, პროტოკოლები რუსულად იწერებოდა და სთხოვა, ეცნობებინათ, მათთვის პროტოკოლების თარგმანი უნდა გაეგზავნა თუ დედნები.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მასწავლებელი სპირიდონ ჯორჯიკია თანახმა იყო, დამორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 8 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი კანონპროექტი „უკანონოდ“ შობილთათვის“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 6 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსალოდნელი საყოველთაო აღწერა რუსეთის იმპერიაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 თებერვალი“, რომელიც შემდეგ მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეკლესიების შემოსავალ-გასავლის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი ლონდონში“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წლის თებერვალში დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის თებერვალში ჟურნალ „თეატრში“ „წყალტუბელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი იოსელიანის წერილი „ეპისტოლე წყალტუბელისა ილიას მიმართ“, მიმართული  „ივერიისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.