ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40128

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 თებერვალს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, ეცნობებინათ, პედაგოგიურ საბჭოს ყველა პროტოკოლი უნდა გაეგზავნა მათთვის, თუ მხოლოდ ის, რომელიც ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის წყობილებაში რაიმე ცვლილებას გულისხმობდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქუთაისის სკოლაში მის მისვლამდე მიღებული დადგენილების თანახმად, პროტოკოლები რუსულად იწერებოდა და სთხოვა, ეცნობებინათ, მათთვის პროტოკოლების თარგმანი უნდა გაეგზავნა თუ დედნები.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მასწავლებელი სპირიდონ ჯორჯიკია თანახმა იყო, დამორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 8 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი კანონპროექტი „უკანონოდ“ შობილთათვის“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 6 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსალოდნელი საყოველთაო აღწერა რუსეთის იმპერიაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 თებერვალი“, რომელიც შემდეგ მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეკლესიების შემოსავალ-გასავლის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი ლონდონში“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წლის თებერვალში დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის თებერვალში ჟურნალ „თეატრში“ „წყალტუბელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი იოსელიანის წერილი „ეპისტოლე წყალტუბელისა ილიას მიმართ“, მიმართული  „ივერიისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართულ გაზეთ „ივერიიის“ რედაქციის სხდომაზე დიმიტრი ბაქრაძის ოჯახის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეწირული თანხის განკარგვის საკითხი განიხილეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 30 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის საშინაო პოლიტიკა“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 29 იანვარს მოსკოვში ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ გამართულ საღამოზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინეს.

1890

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს მისწერა 1890 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება – თუ სპირიდონ ჯორჯიკია კიდევ არ შეასრულებდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ყიფიანს ის უნდა დაეთხოვა და ამის შესახებ გამგეობისთვის ეცნობებინა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის წერილი ამავე სკოლის მასწავლებლის, სპირიდონ ჯორჯიკიას შესახებ, რომელიც არ ემორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას – მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალგაზრდა იმპერატორ ვილჰელმის დაინტერესება მუშა ხალხის ბედით“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასასრული „ტფილისი, 25 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის 25 იანვარს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ნიკოლოზ ზაქარიას ძე ზირაქაშვილის კავკავის სკოლის სამეურვეო საბჭოს კომიტეტის წევრად დანიშვნა სთხოვა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 23 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მასწავლებლები – სპირიდონ მატარაძე და სპირიდონ ჯორჯიკია პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ და მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდნენ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, გაკვეთილების დრო 50 წუთამდე შემცირდა და 5 გაკვეთილის ნაცვლად დაინიშნა 6, ბოლო – გიმნასტიკისთვის.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის სკოლაში გიმნასტიკის გაკვეთილებისთვის საჭირო თანხა არ იყო გამოყოფილი, ამიტომ მოსწავლეებს მიეცემოდათ თავისუფალი დრო სასწავლად. მათ კი, ვინც სხვებს სწავლაში ჩამორჩებოდა, მიეხმარებოდნენ სკოლის მასწავლებლები და ინსპექტორი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის დიდი და პატარა ონავრები“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 იანვარი“, რომელიც თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ჟურნალ-გაზეთების თვალით“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 იანვარი“, რომელიც ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ხარბი ხელი საყოველთაო საქმეებში“.