ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორის მისწერა, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ის ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის, სთხოვს ჟურნალ-გაზეთების გადაგზავნას. სწერს, რომ „ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში, ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკამ და ხელნაწერთა განყოფილებამ ჩაატარეს ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნის გამოფენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა გამოფენის მოწყობა ვერ მოხერხდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების გამოფენის მოსამზადებელ პროცესში ქრისტინე შარაშიძეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიბიოთეკის გამგემ, მიხეილ შევარდნაძემ, გამოფენის ნაბეჭდი წიგნების განყოფილების მოწყობის ხელმძღვანელობა დაავალა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება არჩილ მეფის პოლიგრაფიული მოღვაწეობისა და მოსკოვში პირველი ქართული სტამბის დაარსების შესახებ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ქრისტინე შარაშიძემ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ციალა გაბაშვილის, დავალებით დაწერა „რუსთაველის სადაურობის საკითხისათვის“ მასალებისა და გამოკვლევების ბიოგრაფიული მიმოხილვა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში, ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ ნახევარში ქრისტინე შარაშიძემ იმუშავა „აღწერილობის“ III ტომის კორექტურასა და საძიებლებზე და დაწერა წინასიტყვაობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1887-1918 წლებში ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვასილ გიორგის ძე წერეთელი პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოსა“ და სხვა გამოცემებში.

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მასალების მიხედვით, ვასილ გიორგის ძე წერეთელმა გამოაქვეყნა სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტ[ა]რი[ი]სა და ჰიგიენური საკითხების შესახებ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა, ეცნობებინა, რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კვაჭაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ ერთ თვეში გიგო შარაშიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე ჩატარდებოდა, მისი ბიუსტი დაიდგმებოდა და სასოფლო ბიბლიოთეკას გიორგი შარაშიძის სახელი მიენიჭებოდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სოფლის მუზეუმისთვის გამოყოფილი იყო შენობა (სამი ოთახით) და დაწყებული იყო მისი მოსაწესრიგებელი სამუშაოები. მასალებისა და ექსპონატების შეგროვება შალვა ტარასის ძე თავართქილაძეს ჰქონდა მინდობილი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კვაჭაძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა, თუ სოფლის მუზეუმისთვის გამოსადეგი მასალები ან ექსპონატები ჰქონდა, შალვა ტარასის ძე თავართქილაძისათვის გადაეცა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საანგარიშო წელს 20 სხდომა გამართულა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 13 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს ქალაქ რიგიდან მისწერა, რომ იქაური პრესა მკითხველს ან მხოლოდ ბერლინისა და პარიზის გაზეთებიდან გადმობეჭდილ ცნობებს აწვდიდა, ან რუსეთის ცნობათა სააგენტო „ტასსის“ გადმოცემებით სარგებლობდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 13 დეკემბერს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის შრომის ანაზღაურების სახით არც ერთი ფრანკი არ გაეგზავნა. მაღლაკელიძეს მისთვის გაგზავნილი ინფორმაცია არასაკმარისად მიაჩნდა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს იანვრიდან ივლისამდე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის Q ფონდის 50 ხელნაწერი (N-232-282) უნდა აღეწერა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს თებერვალში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის H ფონდის ხელნაწერთა აღწერილობის VI ტომის საძიებელი უნდა გაეკეთებინა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს მონაწილეობა უნდა მიეღო XIX საუკუნის საქართველოს გამოფენის გეგმის შედგენაში.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს საქართველოს სსრ სახელმწიფო წიგნის პალატას „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა ჰქონდა განზრახული, ამიტომ აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა ეცნობებირა, რა ტიპის სტატიის დაწერას აპირებდა, რომ რედაქციას გაეთვალისწინებინა.

1939

ტიპი: ავტორობა

წიგნის პალატის დირექტორის ლ. ჯიბლაძის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძეს ქართული წიგნის 1629-1938 წლების გაერთიანებული კატალოგის შედგენა დაევალა, რისთვისაც 1939 წლის 27 იანვრიდან 21 თებერვლამდე თბილისისა და საქართველოს რაიონების ფონდების საბოლოო შეჯერება-აღწერილობისთვის უნდა ეხელმძღვანელა და ორგანიზება გაეწია.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წლის 23 იანვრიდან 19 მარტამდე წიგნის პალატის დირექტორის, ლ. ჯიბლაძის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძე მივლინებით უნდა წასულიყო მოსკოვსა და ლენინგრადში, რათა ქართული წიგნის შეერთებული კატალოგის პირველი ტომის აღწერილობა შეედარებინა ლენინგრადის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის სახლმწიფო საჯარო და სააზიო მუზეუმის ბიბილოთეკების ქართულ წიგნების ფონდებთან და მოსკოვის ლენინის სახელობის საკავშირო ბიბლიოთეკის ქართული წიგნის ფონდთან.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის იანვარში დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს აპრილის შუა რიცხვებისათვის უნდა დაემთავრებინა 1950 წლის ნოემბერში დაწყებული, მუზეუმის ძველ ხელნაწერთა წერა-კითხვის საზოგადოებისეული ფონდის გზამკვლევის შედგენა.