ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51536

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ალექსანდრე მიქაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ წიგნების ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის წილი მისთვის გადაეცათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობთ გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უდის ბიბლიოთეკის გამგის, ივანე მერაბიშვილის თხოვნა ჩუბინაშვილის ლექსიკონის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს სასწავლებლის პედაგოგების – ეკატერინე ნიკოლოზის ასული ვესელოვსკის, რიფსიმე ალექსანდრეს ასული ოვსეპიანისა და ვასილ მიხეილის ძე კოსმინინის – თანამდებობიდან განთავისუფლების დადასტურება სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ალ. ხაჭაპურიძე, კარპეზ ფარნაოზის ძე ბარათაშვილი, ივანე გიორგის ძე საათაშვილი, სოლოღაშვილი და გრიგოლ კაკოიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების განცხადება ფულის გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მას სამოცი თუმანი გაუგზავნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომასზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 7 ივნისიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 10322.87 მანეთი, დაიხარჯა – 3800.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ხიზანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის სტეფანოზ ორბელიანის მიერ ფრანგულად ნათარგმნი „სიუნის ისტორია“ ეთხოვებინათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხონის ბიბლიოთეკის გამგის, პ. კიკალიშვილის თხოვნა სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მოსწავლეთა თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა მათთვის ისტორიის წიგნები და რვეულები. ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს დიმიტრი ნადირაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N185.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი შრომის სკოლისთვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ მასწავლებლის არჩევა შრომის სკოლისთვის დაავალა სასკოლო სექციას, ხოლო მასწავლებლის გაგზავნა თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ სოხუმის განყოფილებისა და სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მოხსენების ასლი გაეგზავნათ სოხუმის განყოფილებისთვის, ასევე გაერკვიათ საჭირო წიგნების ფორმები, რომელსაც შემდეგ დაბეჭდავდნენ და ყველა განყოფილების გამგეობას გაუგზავნიდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამესამე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე მგელაძე და შალვა მიქელაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ალექსანდრე ნადირაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N186, რომელსაც იარლიყი და ბეჭედი მომძვრალი ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობამ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის შესახებ დაადგინა: 1) სტიპენდიის მიმღები დაექვემდებარებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიების შესახებ შემუშავებულ საზოგადო წესებს, რომლებიც გამგეობამ1907 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. 2) ანდერძის თანახმად, ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიებზე 1912 წლის განმავლობაში დაიხარჯებოდა 20000 მანეთის სარგებელი, რაც ხარჯგამოკლებით შეადგენდა 918 მანეთს. 3) ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაინიშნებოდა თვეში 25 მანეთი. 4) 918 მანეთის ნაშთი დაემატებოდა მომდევნო წლის სარგებელს და უნდა მოხმარებოდა სტიპენდიების გაზრდას ან ახალი სტიპენდიების დანიშვნას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ილიას 75 წლის იუბილე აღენიშნათ მისივე ძეგლის კურთხევის დღეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ ანტონ დავითის ძე თოიძე დროებით დანიშნულიყო წინარეხის სკოლის მასწავლებლად. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვარლამ ლომიამ წინადადებით მიმართა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკის გამგისთვის დაენიშნათ ხელფასი 75 მანეთის ოდენობით, ხოლო სამკითხველოს მეთვალყურისთვის - 30 მანეთი. ვ. ლომიას შეეკამათნენ აკაკი ხორავა, პეტრე დგებუაძე და ბარნაბ ძველაია. საბოლოოდ სევერიან მუსერიძის წინადადებით, ორივე გამგეს ხელფასები გაეზარდათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 15086.43 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის, წინარეხისა და გომარეთის სკოლების მასწავლებლებისგან გამოგზავნილი ცნობები საზოგადოების წლიური ანგარიშისთვის. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად ქუთაისისა და სენაკის პირველ დაწყებით სკოლებს ჰყავდა სამზრუნველო, რომელიც აირჩიეს დიდი ხნის წინ და სასურველი იყო ახალი სამზრუნველოს არჩევა. გამგეობამ დაასახელა 9 პირი, რომელთაც შესთავაზეს მზრუნველის თანამდებობა, აქედან 3 პიროვნება დათანხმებულა, ხოლო დანარჩენისგან გამგეობას პასუხი არ მიუღია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანა ივანეს ასული ჯმუხაძის მიერ წარმოდგენილ ყულაბა N78-ში აღმოჩნდა 11 მან. 86 კაპ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა ავადმყოფობისა და გაჭირვების გამო ფულადი დახმარების შეხახეხ. გამგეობამ მას 20 მანეთი გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობა სამ სექციად გაიყო: საადმინისტრაციო, სამუზეუმო და სასკოლო. საადმინისტრაციო სექციას შეადგენდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე. სამუზეუმოს – დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და შიო დედაბრიშვილი. სასკოლოს – ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და არჩილ ჯაჯანაშვილი. გამგეობის სექციებად დაყოფამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყვიტეს, გამგეობის წევრთა შორის სხვანაირად გადაენაწილებინათ საქმე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი გამგეობის წევრთა შორის შრომის განაწილების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ სექციების მაგიერ გამგეობის მოქმედება დროებით გამოსაცდელად უნდა გაეყოთ რამდენიმე დარგად, რომელიც მიენდობოდა გამგეობის თითოეულ წევრს.