ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს სერგეი ტერ-მინასიანი იყო სამართალმცოდნეობის (დაქირავებული) მასწავლებელი, ნაფიცი მსაჯული და ასწავლიდა სამართალმცოდნეობას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს არტაშეს შხიანცი იყო გიმნაზიის საშტატო ექიმი და ასწავლიდა ჰიგიენას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს დანიელ კაზარიანი იყო სიმღერის (დაქირავებული) მასწავლებელი და ასწავლიდა სიმღერას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ივანე ეფრემოვი იყო ხელსაქმის საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა ხელსაქმეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ალექსანდრე კუზმინი იყო ტანვარჯიშის (დაქირავებული) მასწავლებელი და ასწავლიდა ტანვარჯიშს.

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე კუზმინს დამთავრებული ჰქონდა ტანვარჯიშის საზოგადოება „სოკოლის“ კურსები და იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ოგანეს ეგიაზაროვი იყო მუსიკის (დაქირავებული) მასწავლებელი და ასწავლიდა მუსიკას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ალდადანოვი სერგეი გრიგოლის ძე მცხოვრები განის ქუჩა N18-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო კონსტანტინე პეტრეს ძე ასლანოვი, მცხოვრები მატინოვის ქუჩა N1-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ამირშაგოვი მესროპ ალექსის ძე მცხოვრები გუნიბის შესახვევ N10-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ვარდანიანი ფლორა სტეფანეს ასული მცხოვრები კადეტთა ქუჩა N2-ში.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი შავარშ სტეფანეს ძე დემირგოგლიანი ცხოვრობდა პასკევიჩის ქუჩა N 13-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ეგიაზაროვი ოგანეს პავლეს ძე მცხოვრები მელიკოვის ქუჩა N12-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ეფრემოვი ივანე თევდორეს ძე მცხოვრები გუბინის შესახვევი N20-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო კაზარიანი დანიელ ავაკის ძე მცხოვრები მონასტრის შესახვევ N10-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო კორგანოვი ლეონიდ ალექსანდრეს ძე მცხოვრები დავითის ქუჩა N5-ში.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 მარტის ოქმის მიხედვით, მელიქიშვილის ქვრივი რუსუდანი სანოვაგით ამარაგებდა ოლღა ჭავჭავაძეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად ლუდმილა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ შესწირა 10 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო მინისტრ კერენსკისგან მიიღო დეპეშა, რომ ნებადართული იყო პოლკების ნაციონალიზაცია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N24) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“ (გაგრძელება) ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. ავტორი მადლობას უხდის ორგანიზაციის დამაარსებელ ქალებს: ე. ურუშაძისას, კ. რევიშვილისას, ვ. ზურაბოვისას, ნ. შენგელიას, ვ. დოლიძისას, ი. განგიას, გ. კალანდარაძისას და სხვ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის წიგნი „არქეოლოგიური მიზნით მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ სამეცნიერო აკადემიის ხარჯით პეტერბურგში დაიბეჭდა.