ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50701

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელი სერგეი ნიკოლოზის ძე რუხაძე თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ელი დეკემბრიდან. წლიური ხელფასი 1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე ჰქონდა 13000, 1920 წლის 1-ელი იანვრიდან – 22200 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი ივანე ვასილის ძე ჩუისტოვი თანამდებობაზე ირიცხებოდა 1920 წლის 1-ელი თებერვლიდან. წლიური ხელფასი 1920 წლის 1-ელი იანვრიდან ჰქონდა 12900 მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 ივნისს ისტორიკოს მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ხელმძღვანელობით ისტორიის მოყვარულები თბილისიდან მცხეთაში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო ვოინკოვა ოლღა ვლადიმერის ასული, რომელიც რუსულ ენასა და არითმეტიკას ასწავლიდა. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1920 წლის 1-ლი მარტიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 3000 მანეთი.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ოლღა ვლადიმერის ასულმა ვოინკოვამ დაამთავრა მოსკოვის დ. ნ. ტიხომიროვის სახელობის პედაგოგიური წრე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ექიმი იყო გრიგოლია ალექსანდრე ლუკას ძე. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 3000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 12000 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 12000 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა ვასილ ილიას ძე რცხილაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, დაამთავრა 1880 წელს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა მოთხრობა „მსხვერპლის შურისძიება“ (სურათი სოფლის ცხოვრებიდან).

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.