ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე თომა მთავრიშვილმა გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ მისთვის გაეგზავნათ 1000 ცალი ილია ჭავჭავაძის წიგნაკი ხალხში დასარიგებლად, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალალო თუთაევმა, რომ თბილისის სხვა ბიბლიოთეკების მსგავსად დიდუბის ბიბლიოთეკისთვისაც დაენიშნათ წლიური დახმარება 200 მანეთის ოდენობით. გამგეობამ დახმარების თაობაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო თანხის რაოდენობას ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროს გადაწყვეტდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გამგეობამ ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე ზურაბიშვილმა გამგეობას გააცნო მისი მოსაზრება საზოგადოების განახლების და განვითარების შესახებ. გამგეობამ მას სთხოვა დაწვრილებით წარმოედგინა მისი მოსაზრებანი საზოგადოებისთვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, მიეცათ მისთვის მოწმობა საზოგადოების სკოლებში ნამსახურების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე პ. სურგულაძემ დასაბეჭდად წარმოადგინა მის მიერ ნათარგმნი „ჰოლანდია და ჰოლანდიელები“. ამ საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 12 თებერვალს ვლადიმერ ყიფიანმა მთავარ გამგეობას წარუდგინა ის განცხადება, რომელიც ეხებოდა 29 იანვარს წევრთა საზოგადო კრებაზე შეუსაბამო წესდების დადგენას და ეს განცხადება შეტანილი ჰქონდა ბორჯომის განყოფილებაში. 21 თებერვალს გამგეობამ ბორჯომის განყოფილებას მოსთხოვა გაეკეთებინა ვ. ყიფიანის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. საბოლოოდ გამგეობამ ბორჯომის განყოფილება დაადანაშაულა წესდების დარღვევაში და დაავალა ჩაეტარებინა ახალი არჩევნები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მეორე სკოლის შესახებ. მოხსენების თანახმად, გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლისთვის ყოველთვიურად გამოეყო გარკვეული თანხა, რათა მოეწვიათ ქართული ენის პედაგოგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის 20%-ის წარმოდგენა ედროვებინათ ცოტა ხნით. საზოგადოებამ ნახევარი წლის ვადა დაუწესა სოხუმის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თელავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა „ახალი კლუბის“ ბიბლიოთეკის გამგე თომა ნასიძემ, იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის დაეთმო 300 მანეთის ღირებულების წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და 10 %-ის ფასდაკლებით გადასცა საჭირო წიგნები, რომლის საფასურსაც 6 თვის ვადაში გადაიხდიდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ნაფიცი ვექილის თანაშემწე გიორგი გორდეზიანმა, რომ ეთხოვებინათ მისთვის 1908 წლის გაზეთი „ცის ნამის“ პირველი ნომერი, რომელსაც წარადგენდა სასამართლოში თავის დასაცავად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ინვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ კარბელაშვილის წიგნების შესახებ მოხსენება გააკეთეს დავით კარიჭაშვილმა და სერგი გორგაძემ. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ თავისი სახელმძღვანელოების ყდისთვის საჭირო 50 გირვანქიან სქელ, ალისფერ ქაღალდს გაიდემაკინის მაღაზიას უკვეთავდა ოზმას 7 მანეთად.

1912

ტიპი: ავტორობა

იაკობ გოგებაშვილის მიერ 1912 წლის 14 მარტს შედგენილი ანდერძის თანახმად, ანდერძის აღმასრულებლებისა და ყველა იმ პირისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ მოანდერძის დაკრძალვაში, საკადრისად უნდა აენაზღაურებინათ გაწეული სამსახური, ხოლო თუ რომელიმე მათგანი უარს განაცხადებდა კუთვნილ გასამრჯელოზე, თანხა შემოწირულობის სახით უნდა ჩარიცხულიყო ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო-საგანმანათლებლო ფონდში, შემომწირველის სახელი კი გამოქვეყნებულიყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ ავადმყოფობის გამო აღმოეჩინათ მისთვის ფულადი დახმარება. გამგეობამ „მოულოდნელი სახარჯოდან“ ს. ნიკოლაიშვილს 3 თუმანი მისცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს კონსტანტინე გვარამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, გამგეობას საზოგადოების რომელიმე ახალციხელი წევრისთვის მიენდო კრების გამართვა საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაარსების გამო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 მაისს მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე ევგენი მიხეილის ძე კრინიცკიმ მთავარ გამგეობას ქართული სკოლის შესანარჩუნებლად 3000 მანეთის სესხი სთხოვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იავარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა აკაკი წერეთელმა, რომ გადაეცათ მისთვის აპრილის, მაისის და ივნისის პენსია. გამგეობამ აკაკი წერეთლის თხოვნა დააკმაყოფილა და გადასცა 300 მანეთი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა, რომ გადაეცათ მისთვის იანვრისა და თებერვლის ხელფასი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ევტიხი მამინაიშვილმა, რომ როკას კოშკის და ყორნისის სკოლებისთვის უფასოდ დაეთმოთ ათ-ათი ცალი დედა ენა და ორმოც-ორმოცი ცალი ქართული რვეული. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა აღმზრდელმა ტ. წერეთელმა, რომ გადაეცათ მისთვის ნამსახურების მოწმობა. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ, რომ მის მაგივრად მისი ძმის, გიორგი აგლაძისთვის წინასწარ გაეგზავნათ ნოემბრის ჯამაგირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა პოლიევქტოს კარბელაშვილმა, რომ საზოგადოების წიგნსაცავიდან გადაეცათ მისთვის ხელნაწერები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.