ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50693

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ ინგლისურად მთარგმნელი მარჯორი უორდროპი უკვე გამოემგზავრა საქართველოში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ბაზალეთში მცხოვრები გაბრიელ ჩრდილელისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის მისი ვაჟის, გაბრიელის სწავლის გაგრძელების დასახმარებლად ფულს ითხოვდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა მარჯორი უორდროპს, რომელშიც სწერს, რომ ძალზე მოხარულია მისი ყურადღებით და თანხმობას აძლევს პოემა „განდეგილის“ ინგლისური თარგმანის გამოცემაზე.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მარჯორი უორდროპის წერილი, რომელშიც ის ილია ჭავჭავაძეს სთხოვს პოემა „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნისა და გამოცემის ნებართვას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ჟურნალ „ნობათში“ ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი მუსიკის ნოტები დაიბეჭდა, რომელიც ჩაწერა რომანოზ ძამსაშვილმა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, არ დაკმაყოფილდა ვარლამ გაბიჩვაძის თხოვნა „ქართული წერის დედნის“ გამოსაცემად მისთვის ფულის სესხების თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 16 დეკემბერს ქართულმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის ორმოქმედებიანი კომედია „მაჭანკალი“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „დროების“ მიმოხილვაში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქციაში 30 ნოემბერს საფრანგეთის კონსულის მ. მეიერის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის დეკემბერში იონა მეუნარგიამ, ილია ჭავჭავაძის რჩევით, მურიესა და ზუტნერის დახმარებით, მუშაობა დაასრულა „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ თარგმანზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ სიტყვა წარმოთქვა „დროების“ რედაქციაში საფრანგეთის კონსულ მ. მეიერის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნის თეატრში ქართული პრესისა და თეატრალური დასის მიერ თბილისელ ფრანგთა საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენას დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ წიგნების გამომცემელმა ვარლამ ჭილაძემ ხელშეკრულება დადო ილია ჭავჭავაძესთან და აკაკი წერეთელთან მათი თხზულებების გამოცემასთან დაკავშირებით. მან თავად იკისრა ბეჭდვის მთელი ხარჯები და ავტორებს დაჰპირდა შემოსავლის ნახევარს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ პირობა დადო წიგნის გამომცემელ ვარლამ ჭილაძესთან, თავისი თხზულებების გამოცემის თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 სექტემბერს გიორგი ქართველიშვილის სახლში ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღდგენისა და გამოცემის საკითხებთან დაკავშირებით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ა. ა. ივანენკომ ვერცხლის ჭურჭლით პურ-მარილი მიართვა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ერთი შენიშვნა „ტფილისის მოამბეს“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „პ. უმიკაშვილის ახალს კომედიაზე...“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ მეოთხე ნაწილი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომამ დიმიტრი ყიფიანის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. განაწყენებულმა ყიფიანმა ამხანაგობა დატოვა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დავით სარაჯიშვილის სახლში გამართულ ქართული თეატრის ამხანაგობის კრებას დაესწრო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და დედამიწა“ თარგმანის ცენზორთან წარსადგენი ეგზემპლარის გადაწერის თანხა გამოყვეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ყიფიანის რამდენიმე წინადადება – გაეუქმებინათ დეკლამაციისა და დიქციის კლასები, ჯილდო მიეცათ გიორგი წერეთლის პიესა „ოჯახის ასულისთვის“ და მიხეილ ბებუთაშვილი ამხანაგობის წევრად მიეღოთ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აბრამ აკოფოვისთვის წიგნების აკინძვის საფასური გამოყვეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 30 მაისის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდილ დავით ღამბაშიძის სტატიაში გაკრიტიკებული იყო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის მუშაობა და ივანე მაჩაბელთან დაპირისპირებაში ილია ჭავჭავაძე იყო დადანაშაულებული.