ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფ. ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილი გაუგზავნა სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 17-დან 24 დეკემბრამდე საზოგადოებამ 1678 მანეთი და 56 კაპიკი გასცა, 550 მანეთი კი – ბანკში შეიტანა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 17-დან 24 დეკემბრამდე საზოგადოებას 2278 მანეთი და 16 კაპიკი შეუვიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ივანე გედევანის ძე გომართელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის გაგზავნა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვარლამ ცაგურიას, ნესტორ დიდებულიძისა და სხვათა თხოვნა ხალხში გასავრცელებლად წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ 16 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები იმ პირობით გადაეცემოდათ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით არ იმუშავებდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბერს ნიკო ჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საწევროს შესაგროვებლად სააგენტოს წიგნაკი სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის დეკემბერში არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ლევ ტოლსტოის მოთხრობის „Xозяин и работник“ ქართულ ენაზე გამოცემა სთხოვეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ედილაშვილის თხოვნა, მიეცათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის 1908 წლის დივიდენდიდან 200 მანეთი. გამგეობას ჯერ არ ჰქონდა 1908 წლის ანგარიში დამტკიცებული, ამიტომ ედილაშვილის თხოვნის განხილვა გადაიდო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელმა კომისიამ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა, მოხსენება გვიან წარადგინა და მამულის მდგომარეობაც ზედმეტად მძიმედ შეაფასა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ქართველ ქალთა ამხანაგობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ბიბლიოთეკისთვის საყმაწვილო წიგნების გაგზავნა სთხოვა. საკითხზე ზრუნვა გიორგი დეკანოზიშვილს დაევალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ საჭირო იყო სასოფლო ინსტიტუტების რევიზია.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ივანე გომართელმა დავით კლდიაშვილს სთხოვა, ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის დანიშვნა დაეჩქარებინა.

1914

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ახალი წესდების პროექტი დაათვალიერეს და ეთანხმებიან წესდებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვერის წიგნსაცავის გამგე ნინო ენუქიძემ ბიბლიოთეკის დახურვის გამო სალიკვიდაციო თანხა სთხოვა. ენუქიძე 15 წელი მსახურობდა ბიბლიოთეკაში, გამგეობამ დაადგინა, მისთვის 20 000 მანეთი მიეცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სილიბისტრო თავართქილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ისიდორე კვიცარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის მომატების თხოვნით მიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ სარევიზიო კომისია ილიასეული საგურამოს მამულის შესახებ მოხსენების მოსამზადებლად ხელმძღვანელობდა იმ საბუთებით, რომლებიც საზოგადოების საქმეებში ინახებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს დავით პავლიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ბარისახოს სკოლისთვის ქართულენოვანი წიგნები უსასყიდლოდ გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის მასწავლებლებს დაავალა, რომ განვლილი და გასავლელი სასწავლო პროგრამის შესახებ გამგეობისთვის ეცნობებინათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობამ ი. მერკვილაძის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა საგურამოს მამულის 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და ასევე 1912 წლის მოსალოდნელი შემოსავალ-გასავლის ანგარიშიც. გამგეობამ ა. ყიფშიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გადამოწმება შიო დედაბრიშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ გომარეთის სკოლაში სამი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 58 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლას გააჩნდა საკუთარი შენობა, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა. გამგეობამ სკოლის მამასახლისს მისწერა, რომ საზოგადოებას სასარგებლოდ მიაჩნდა სკოლაში მეორე მასწავლებლის მოწვევა და ასევე სკოლის 2 კლასიანად გადაკეთება, რათა სწავლის საქმე შედარებით კარგად წარმართულიყო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ მუზეუმისთვის ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე ადგილი აირჩია. მიწის თორმეტი მეთოთხმეტედი ნაწილი წილოსანის ქვრივს ეკუთვნოდა, ერთი მეთოთხმეტედი – ცისკარაშვილის ქვრივს, ხოლო ერთი მეთოთხმეტედი კი – მალინოვსკის ქვრივს. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართავს, რომ მუზეუმისთვის შესყიდული მიწა საზოგადოებამ თავის სახელზე დროულად გადაიფორმოს, რათა უკვე მოგვარებული საქმე არ ჩაიშალოს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ ბუნდოვანი სურათებით სარგებლობის შესახებ, რაზედაც გამგეობამ დაადგინა, რომ მოხსენება მიეღოთ შესწორებებით და გამოეცათ „განათლებაში“.