ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4580.62, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ლ მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-17 სხდომას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ივანე რატიშვილი და ირაკლი აბაშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის წინადადება, შემოწმებულიყო საზოგადოების წიგნსაცავი. დადგინდა, წიგნსაცავის გამგისთვის ეთხოვათ, რომ ივანე ზურაბიშვილის, ალექსანდრე მიქაბერიძის (ყოფილი მდივნის) და პეტრე მირიანაშვილის (ახალი მდივნის) თანდასწრებით შეემოწმებინა წიგნის საწყობი და შედეგი მოეხსენებინა გამგეობისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თავისი თხზულებებისა და მოთხრობების – „ელისოს“ და „მოძღვრის“ გამოცემებს საზოგადოებას ნახევარ ფასად გადასცემდა იმ პირობით, რომ თანხის სანაცვლოდ ისინი „დედაენასა“ და „ბუნების კარს“ გაუგზავნიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აუწყებენ, რომ თებერვალში ქუთაისში მთავრიშვილთან და სამაზრო ერობასთან 273070 მანეთად შეფასებული წიგნების გაგზავნა არ მოხერხდა. ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის წარმომადგენელ ხარატიშვილს ეს წიგნები თავის წიგნებთან ერთად გადაუტანია თბილისის სადგურიდან საწყობში, რაც 15000 მანეთი დაუჯდა. ხარატიშვილი გამგეობას სთხოვდა ამ თანხის ანაზღაურებას. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 1901 წლის ათიდან ჩვიდმეტ აპრილამდე საზოგადოებას შემოუვიდა 446.54 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრ გრიგოლ ყიფშიძის მიერ დაყენებული საკითხის – პუშკინის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების დაბეჭდვის შესახებ დაადგინეს, რომ პოეტის 100 წლის იუბილემდე (26 მაისი) თხზულებები დაებეჭდათ 600-იანი ტირაჟით. საორგანიზაციო საკითხები დაევალა კომისიას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა გაეხილათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა დახმარების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, იაკობ ნიკოლაძისათვის გაეგზავნათ მხატვრების პროტოკოლი ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს სთხოვა მხატვრების აზრის გათვალისწინებით ძეგლის შესწორება და სურათების გაგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟურნალ „განათლებისთვის“ 614 მანეთი და 95 კაპიკი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედგოგიურმა საბჭომ სკოლისათვის სახელმძღვანელო გეგმებისა და პროგრამების შემმუშავებელი კომისია დაამტკიცა, რომელშიც ფიზიკის, არითმეტიკის, გეომეტრიის, ისტორიის, ბუნებისმეტყველების, კანონმდებლობის, სახელმწიფო უფლების, პოლიტეკონომიისა და ბუღალტერიის მასწავლებლები შედიოდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ სიმონ კლდიაშვილს შეედგინა ილია ჭავჭავაძის სახლის მუზეუმად გადაკეთების დაწვრილებითი გეგმა და ხარჯთაღრიცხვა მისი უკანასკნელი ესკიზის მიხედვით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, რომ გამგეობას დროულად გაეგზავნა გადაწყვეტილება სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მალე გაეგზავნათ ინსტრუქცია. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის ეთხოვათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის შესახებ მოხსენების დაწერა საზოგადო კრებისთვის წარსადგენად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს კონსტანტინე ყავრიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებთან უშუამდგომლა, რომ იგი დაეჯილდოვებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გიორგი ლასხიშვილის განცხადება არჩილ ჯორჯაძისათვის აკაკი წერეთლის ფონდიდან ყოველთვიური დახმარების დანიშვნის შესახებ. გამგეობამ ჯორჯაძეს გამოჯანმრთელებამდე თვეში 5 თუმანი დაუნიშნა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დანიშნული ჰქონდა 35 სხდომა, რომელთაგან საზოგადოების თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე არ დასწრებია არც ერთს, თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაესწრო 27-ს. სხვა წევრები: ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი – 24-ს; გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – 15-ს; ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 15-ს; ივანე გიორგის ძე რატიშვილი – 19-ს; სიმონ ფირცხალავა დაესწრო ყველა სხდომას; ვახტანგ მუსხელაშვილი – 20-ს; კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე – 21-ს; პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა – 16-ს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 თებერვლის სხდომაზე თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტმა მოისმინა გიმნაზიის მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკის თხოვნა, რომ სამეურნეო კომიტეტი გიმნაზიაში დაკარგული ლაბადის მოძებნაში დახმარებოდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და ვარლამ იოსელიანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ლავრენტი აგლაძის ვაჟის სწავლა 10 თუმნით დააფინანსეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა წიგნებისთვის ავანსის სახით 100 მანეთის მიცემის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ წერილში პეტრე მამრაძე არ ეთანხმება ანატოლი კალგინისა და ჰენრიკ ჰრინევსკის გაზვიადებულად მკაცრ შეფასებას, თითქოს არაპროპორციულად და ულაზათოდ იყოს მოწყობილი ილია ჭავჭავაძის საფლავი. ინჟინერ-ტექნოლოგი აღნიშნავს, რომ თავადაც ამჩნევს ზოგიერთ წუნს, ამიტომ სიამოვნებით დათანხმდება კომისიის მოწვევას, თუკი ეს ხელს შეუწყობს შედეგის გაუმჯობესებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნიკოლოზ გიორგის ძე თუხარელის, მირონ ალექსის ძე თოფჩიშვილის, პავლე იესეს ძე ინგოროყვას, ლევან იოსების ძე იოსებაშვილის, ალექსანდრე ბესარიონის ძე იმნაიშვილის, დავით პოლიევქტის ძე კარბელაშვილისა და კონსტანტინე კვერკველაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების ხაზინადარის მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძის ცნობით, 1915 წელს განყოფილების შემოსავალი 325 მანეთსა და 74 კაპიკს შეადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, გამგეობის წევრები მთელი შემადგენლობით დასწრებოდნენ მსახიობ გიორგი იშხნელის დაკრძალვას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ კონსტანტინე თავართქილაძისთვის მიეცათ მოთხოვნილი ავანსი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.