ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51696

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის განცხადება გაყიდული წიგნების ანგარიშის წარმოების შესახებ. კიკვაძის აზრით, ანგარიში მაღაზიაშივე უნდა ეწარმოებინათ. გამგეობა მის წინადადებას დაეთანხმა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სხდომაზე დავით კლდიაშვილმა სთხოვა 15 000 მანეთი თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობა (მდივანი სამსონ ფირცხალავა) აკმაყოფილებს ქუთაისის ფილიალის გამგეობის 6 ოქტომბრის თხოვნას და აცნობებს, რომ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილია 6 განყოფილება: ბათუმში, სენაკში, სამტრედიაში, ხონში, ყვირილასა და ჭიათურაში. წერილში წარმოდგენილია ექვსივე განყოფილების გამგეობათა წევრების სია.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართა საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისში, ეცნობებინათ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილ ფილიალთა რაოდენობა და გამგეობის წევრთა შემადგენლობა, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ უმოკლეს ხანში მოეწვიათ განყოფილებათა წარმომადგენლების კრება სამოქმედო გეგმის დასასახავად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სილიბისტრო თოფურიძის ცნობით, 1881 წლის 27 ნოემბრისთვის სოფელ ნოსირის სკოლაში ირიცხებოდა 42 მოსწავლე ვაჟი და არცერთი გოგონა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძე სწერს დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს, რომ პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მას უნდა ჩაებარებინა სკოლის მაგიდები, სკამები, სასკოლო ნივთები და წიგნები მოსწავლეთათვის და სწავლება დაეწყო მაშინ, როცა გამგეობისგან მოუვიდოდა ქაღალდი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძემ დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს მისწერა, რომ პირველ სექტემბრამდე უნდა წასულიყო სოფელში, რათა იქაურ მოხელეებთან ერთად მოემზადებინა სასკოლო შენობა და თავისთვის ბინა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 ნოემბერს გამგეობის წევრმა იონა მეუნარგიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება თონეთის სკოლის გახსნის თაობაზე.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ფელიპე ტეტუნაშვილის ცნობით, 1881 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით დაბა ვანის სკოლის ყველა მოსწავლე ღარიბი იყო, მათგან უკიდურესად ღარიბი იყო 30.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სხდომაზე დ. კარიჭაშვილმა 30000 მანეთი სთხოვა „ვეფხისტყაოსნის“ ჰონორარიდან. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე სთავაზობს გამგეობის წევრთა სხდომაზე დასასწრები გასამრჯელოს მომატებას თანახმად სატარიფო პალატის დადგენილებისა თავდაპირველად დანიშვნის შემდეგ. გამგეობამ დაადგინა, წევრთათვის გასამრჯელო მოემატებინა თანახმად სატარიფო პალატის დადგენილებისა სხვადასხვა დროს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება მთავრობის წინაშე შუამდგომლობის შესახებ. შუამდგომლობა ეხებოდა მირიმანოვის სახლის რეკვიზიციას, კერძოდ, სახლის იმ ნაწილის, რომელიც წიგნის მაღაზიას ემიჯნებოდა. გამგეობამ მოიწონა კარიჭაშვილის წინადადება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აწყურის სამრევლო სკოლის გამგე, მღვდელ ეფრემ ინასარიძის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 23.70 მანეთის სახელმძღვანელოები, სკოლის ქართველ მაჰმადიანთა მოსწავლეებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ე. ინასარიძის თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ყალამშის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: ყალამშის სკოლის შენობისთვის გადაედოთ 512.20 მანეთი, ხოლო ნივთების შესაძენად 91 მანეთი, ასევე სკოლის მოსაწყობად თანხა დაეხარჯათ თავადაზნაურების შემოწირული თანხიდან და ინსპექტორის ჯამაგირიდანაც.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სეით იაშვილი სთხოვს, მიეცეს მისი წიგნების ჰონორარიდან თანხა, ან ერთბაშად ან ყოველთვიურად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა იაშვილისთვის 1-ლი თებერვლიდან თვეში 25000 მანეთი. თავის მხრივ, იაშვილს ყოველთვიურად უნდა ჩაებარებინა საზოგადობისათვის საჭირო რაოდენობის წიგნი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის განცხადება საკანცელარიო ნივთების შეძენის თაობაზე. განცხადების თანახმად, მაღაზიის გამგეს უნდა ჰქონოდა უფლება, პრეზიდიუმის ნებართვით შეეძინა საკანცელარიო ნივთები 200000 მანეთის ფარგლებში. გამგეობამ ეს წინანადება მიიღო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის სკოლის მასწავლებელმა სილიბისტრო თოფურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 30 ნოემბერს.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერდნენ: ოლღა ხოფერია და გიორგი გამზარდია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „საქართველოს გამთელებისათვის“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოება მესტიის სამრევლო სკოლას (გამართა მიხეილ ქურციკიძემ. ჰყავდა 20 მოსწავლე) სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დაეხმარა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ავჭალის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები: ნიაღვრისგან დაზიანებული სახლის შეკეთება ბანკში შესატან საპროცენტო თანხასა და გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ას თუმანზე გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ამას დაემატებოდა სახლის შესანახად საჭირო ყოველწლიური ოცი თუმანი მაინც, 6000 მანეთი კი ისევ ვალად რჩებოდა. ალექსანდრე ყიფშიძის აზრით, „საზოგადოება" მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა ილიასეული სახლის შენარჩუნებას – თუ ვინმე შეძლებული კაცი გამოჩნდებოდა ან მთელი ერი იკისრებდა ვალის მთლიანად გასტუმრებას.

1911

ტიპი: ავტორობა

ინჟინერ პეტრე მამრაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გახსნა 1912 წლის გაზაფხულისთვისაა დანიშნული, საიმდროოდ აუცილებლად უნდა დაყენდეს 10,5 კვ.მ. ფართობის ხის მოაჯირი, რისთვისაც 70 მანეთია საჭირო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 26 სექტემბრის განცხადებაში ინჟინერმა პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას 100 მანეთი სთხოვა ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამუშაოებისთვის, რაზეც უარი ეთქვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებული სამუშაოების მორიგი ანგარიში წარუდგინა და მოითხოვა 36 მანეთი.