რეგისტრირებული ფაქტები46264
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ 26 სექტემბერს ქ. თელავში გაიხსნა სკოლა ერთი განყოფილებით. სკოლაში 8-დან 12 წლამდე ასაკის 40 შეგირდი სწავლობდა, ქალი –16, ვაჟი – 24. 36 ბავშვი გლეხის ოჯახიდან იყო, ორი – მღვდლის ოჯახიდან, ერთი – აზნაურის შვილი, ერთი ქალაქიდან. 11 ბავშვი – თელავიდან, 29 – ახლომახლო სოფლებიდან. სწავლის ფასი წელიწადში 6 მანეთი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების 1910 წლის 20%-ის, 107 მანეთის თელაველებისთვის დათმობა, რადგან ეს ფული საჭირო იყო ახლად გახსნილი სკოლის შესანახად. თელავის განყოფილებას, რომელსაც საკმაოდ უჭირდა მატერიალურად, ტვირთად აწვა ქ. თელავში წიგნის მაღაზიის შენახვაც. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილის ნამსახურეობის სია და თბილისის პირველ ქალთა გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების ატესტატი. თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა სახალხო სკოლების დირექტორს ნება დაერთო შიუკაშვილისთვის დროებით შეესრულებინა მასწავლებლის მოვალეობა თელავის სკოლაში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის სექტემბერში საზოგადოება აპირებდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ საზოგადოების თელავის განყოფილებამ გადაწყვიტა 15 აგვისტოდან ქ. თელავში წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი თამარ აბაშიძისა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, არაუგვიანეს 5-6 აგვისტოსა ასი თუმნის კრედიტის მიცემა ქ. თელავში წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გასახსნელად. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი თამარ აბაშიძისა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობას გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ მოახსენა, რომ 1910 წლის პირველი ივლისის სხდომაზე საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განიხილა თელაველი ვაჭრის სოლომონ გიორგის ძე არჩუაშვილის თხოვნა მისთვის 40 თუმნის კრედიტის გახსნის შესახებ. კახიძის თქმით, მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას ეკითხებოდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო არჩუაშვილის თხოვნის დაკმაყოფილება.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოფადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი და 1909 წლის შემოსავლის 20% – 71 მან. 87 კაპ. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო წვრილ ხარჯებზე (წერილები, ბეჭდები, დეპეშები და სხვა) დაიხარჯა 23 მან. 58 კაპ. სულ 1909 წლის გასავალი შეადგენდა 184 მანეთსა და 58 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1909 წელს საზოგადოების 55 წევრის საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 165 მანეთი, ხოლო შემოწირულობებიდან – 282 მან. 87 კაპ. სულ შემოსავალმა შეადგინა 447 მან. 87 კაპ. ამ თანხაში შედიოდა 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი, რომელიც თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1908 წლის 24 დეკემბერს. ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის მეოთხე მუხლის საფუძველზე, 1910 წლის 8 მარტს, თელავის განყოფილებამ ასევე გაუგზავნა მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20%, ე. ი. 357 მანეთისა და 87 კაპიკის 20% – 71 მან. 40 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ და გამგეობის მდივანმა თამარ აბაშიძემ სთხოვეს 1908 წლის ზაფხულში თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძის სახელზე გამოგზავნილი ათი ყულაბის თელავის განყოფილებისთვის დათმობა. ამ ათი ყულაბიდან ხუთი უკვე დარიგებული ყოფილა სხვადასხვა ოჯახში ფულის მოსაგროვებლად, ხუთი კი ინახებოდა თამარ აბაშიძის მეუღლესთან. თელავის განყოფილება ასევე სთხოვდა მთავარ გამგეობას ფულს, რომელიც ყულაბებში აღმოჩნდებოდა. თუ ეს არ იქნებოდა შესაძლებელი, თელაველები ფულს მთავარ გამგეობას გაუგზავნიდნენ, ყულაბებს კი დაიტოვებდნენ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას აუწყა, რომ იმ დღიდან თელავის განყოფილებას შეეძლო, საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის თანახმად, მოქმედების დაწყება.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობაში შევიდოდნენ თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხლავა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს ამცნო, რომ გამგეობამ თავისი წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფების საფუძველზე დაადგინა, გაეხსნა ქ. თელავში საზოგადოების განყოფილება. გამგეობამ დოკუმენტს თან დაურთო საზოგადოების წესდება და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქცია. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა 1909 წელს საზოგადოების წევრობის მსურველთა ოცდაათ კაციანი სია. ის სთხოვდა მთავარ გამგეობას 4 იანვრის კრებაზე განეხილა ამ პირების საზოგადოებაში გაწევრიანების საკითხი და გადაწყვეტილება ეცნობებინა თელაველებისთვის.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობის მიზანი იყო ქ. თელავში ან თელავის მაზრაში პირველი დაწყებითი სკოლის გახსნა. ვინაიდან ამ მიზნის განსახორციელებლად თელავის განყოფილებას არ გააჩნდა სხვა საშუალება, ის აპირებდა საღამოებისა და წარმოდგენების გამართვით ფულის შეგროვებას და ამით საზოგადოების მატერიალურად მოღონიერებას. სკოლის შესანახად 1910 წელს ქ. თელავში იგეგმებოდა წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს მთავარ გამგეობაში გაიგზავნა განყოფილების 1910 წლის შემოსავლის 20% – 100 მანეთი და ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის – 15 მან. თბილისის ბიუროში, გორდელაძეს ჟურნალ-გაზეთებისთვის წინდაწინ 20 მან. გადაუხადეს, კანცელარიის ბინის ქირაობა 20 მან. 50 კაპ. დაჯდა, წვრილმან ხარჯებზე (დეპეშები, წერილები, მარკები და სხვა) 20 მან. 32 კაპ. დაიხარჯა. სულ 1911 წლის გასავალი შეადგენდა 175 მანეთსა და 82 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1909 წლის 3 აგვისტოს. 1911 წელს ჩატარდა 17 სხდომა, რომელსაც თავმჯდომარისა და ალ. ვახვახიშვილის გარდა ყველა წევრი დაესწრო. გაირჩა 23 საქმე. 1911 წლის 3 ივლისს ჩატარდა განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. 1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან ქ. თელავში გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ აუწყა, რომ დაბა ცხინვალში 1920 წლის 23 და 27 დეკემბერს ჩატარებულ საზოგადო კრებებზე არჩეულ იქნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ახალი გამგეობა და სარევიზიო კომისია. ოქროპირიძის თქმით, საზოგადოება შეუდგებოდა მუშაობას მომავალი 1921 წლის იანვრიდან, ხოლო საწევროს შემომტანი 60 პირი 1920 წლიდან ჩაითვლებოდა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სრულუფლებიან წევრად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების 1916 წლის წევრთა სია. ოქროპირიძის თქმით, წევრთა რიცხვი მეტი იქნებოდა, მხოლოდ მასზე რომ არ ყოფილიყო დაკისრებული წევრთა ჩაწერა და ფულის შეგროვება.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების 1916 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. 1916 წლის პირველ ნახევარში ჩატარდა 4 სხდომა და გაირჩა 4 საქმე. თავმჯდომარე და მდივანი 27 აპრილამდე ოთხივე კრებას დაესწრნენ, ამის შემდგომ კრებები შეწყდა, რადგან თავმჯდომარე, მდივანი და გამგეობის კიდევ სამი წევრი სამხედრო ბეგარაზე გაიწვიეს. განყოფილებაში დარჩა მხოლოდ დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე, რომელმაც ჩაიბარა განყოფილების საქმეები და ფული. 1916 წელს წევრთა საზოგადო კრება არ ჩატარებულა.