ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით შვეიცარიაში განათლების მისაღებად გაბრიელ გრიგოლის ძე ქიქოძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ ბელგიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვლადიმერ კიკაბიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა არჩილ ივანეს ძე ზურაბიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ ბელგიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვალერიან ისაკის ძე ახვლედიანი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ პავლეს ძე იმნაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ პავლეს ძე იმნაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მოსე გოგიბერიძე. იგი საზღვარგარეთ იყო, როცა სტიპენდია მიიღო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ივანე დიმიტრის ძე ლაზარიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ ბელგიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიხეილ გერმანეს ძე ჯაჯანიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა აპოლონ კაკაბაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა არსენ ონისიმეს ძე წულაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ ბესარიონის ძე ცაგურია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვლადიმერ გუდიაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვლადიმერ ნესტორის ძე ყანდარელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: კონსტანტინე და პეტრე თოფურიძეები, ივანე ძიძიკაშვილი, ბიძინა სიდამონ-ერისთავი – იტალია, ზაქარია გელაშვილი – ინგლისი,  ვასილ გაბელაშვილი – ბელგია, კონსტანტინე აპჩინსკი,  ბორის ანთელავა, შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე – საფრანგეთი, მამულაიშვილი,  ყაუხჩიშვილი – გერმანია, შალვა ვადაჩკორია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: სევერიან ბუაძე – საფრანგეთი, ილია გვარჯალაძე – საფრანგეთი, ნიკოლოზ გძელიაშვილი – ინგლისი, ზაქარია გელაშვილი – ბელგია, შალვა ელიავა – იტალია, ნინო ვაჩნაძე – საფრანგეთი, ემანიულ ვარძიელი – იტალია, სილოვან კობიძე – ინგლისი, ნატალია კასრაძე – საფრანგეთი, ვლადიმერ მერაბიშვილი – ბელგია, ევგენი მაიერი – იტალია, გრიგოლ მჭედლიშვილი – შვეიცარია, ალექსანდრე ნიკურაძე – შვეიცარია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ გრიგოლის ძე ჭკუასელი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ფატი სილოვანის ასული ხუნდაძე საუწყებათაშორისო კომისიამ განათლების მისაღებად სტიპენდიით იტალიაში გაგზავნა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ კარგად იყო, არაფერი უჭირდა და სიყვარულს უგზავნიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ბევრს ვერაფერს ვერ წერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თბილისში ვიზიტი და მოლაპარაკება თუ წარმატებით ჩაივლიდა, თავს ბედნიერად იგრძნობდა, რადგან შეძლებდა ეთქვა, რომ რამდენიმე სიცოცხლე მაინც გადაარჩინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 20 ნოემბერს, მისი რჩევით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში უნდა ჩამოსილიყვნენ, რათა მოელაპარაკათ და განეხილათ თუ როგორ მოეგვარებინათ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რომელიც სისხლისღვრაში იყო გადაზრდილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობამ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული მოწმობა გადასცა მინა ილიას ძე კოპალეიშვილს, რომლის მიხედვით მას არ ჰქონდა მიღებული კუთვნილი ჯამაგირი ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობის პერიოდში.