რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის ახალსენაკის სასკოლო კომისიაში სახალხო კავშირის წარმომადგენლად აირჩიეს. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლ დეკემბერს მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის პირველ დეკემბერს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ლუბა აბრამიშვილი ბეჯითი, მხნე და მომზადებული მასწავლებელი იყო. წერილს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძე და საქმისმწარმოებელი პავლე ბლუაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ექიმ მებურიშვილს დეკემბრის ხელფასი 400 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა სპარსეთის უფლისწულს მირზა რიზა (რეზა) ხანს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა ამერიკელ კონსულ დულითლს, რომელსაც ადრეც იცნობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის სიმღერის კლასში მასწავლებლები იყვნენ: ა. ი. ჯაყელისა, გ. ი. კირილოვისა, რ. ნ. პოლიაევი, პროფესორი ე. კ. რიადნოვი, ო. ა. შულგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ 1919 წლის დეკემბერში დაიჭრნენ ყაჩაღები: ვარლამ და მელიტონ თოდრიები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ 1919 წლის დეკემბერში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიერ სამხედრო მინისტრის თანამდებობის აღდგენა სასურველი მოვლენა იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მმართველმა გიორგი ჟორდანიამ თბილისის ზოგიერთი მომრიგებელი მოსამართლისა და სასამართლოს გამომძიებელთა კამერები დაათვალიერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 დეკემბერს განათლების სამინისტრომ მამა-დავითის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, ხსენებულ სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად დანიშნული იყო ნინო გრიგორის ასული ბარათაშვილი 1919 წლის 1-ლი დეკემბრიდან. ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 დეკემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანებით, 1-ლი დეკემბრიდან მათემატიკის მასწავლებლად დანიშნეს ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 დეკემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა თბილისის მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველ დეკემბერს ხსენებული სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გასულ საღამოს ჩაის დასალევად იყო წასული გენერალ ანტონ დენიკინის წარმომადგენლებთან ერთად.
1919
ტიპი: ღონისძიება
ბარბალე გარსიაშვილმა თხოვნით მიმართა დაბალ სკოლათა მთავარგამგეს, რათა დაენიშნათ ახალციხის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს, ლონდონიდან მიიღებდა ტელეგრამას, რომელიც ზრდილობიანად, ოფიციალური ენისთვის დამახასიათებელი სიტყვებით აუწყებდა, რომ ჭკუასუსტი იმბეცილი იყო.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყოველთვის ეჩვენებოდა, თითქოს ციცაბო, არამყარ ბილიკზე მიაბიჯებდა და შესაძლო იყო ნებისმიერ წამს ნიადაგი გამოსცლოდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ციცაბო და სახიფათო ბილიკზე იდგა, შეიძლება გზა ბოლომდე რთული ყოფილიყო, მაგრამ არ წუწუნებდა, რადგან მაღლასვლა სურდა და არა – დაღმა.