ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44993

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის პირველ ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხელთუბანში სკოლა გახსნა, სადაც მასწავლებლად დანიშნა სეით გამრეკელი. მმართველობამ ის ადრე გაგზავნა სოფელში სასკოლო საქმეების მოსაგვარებლად. საზოგადოებამ მას ყველა საჭირო სასწავლო წიგნი, ნივთები და სასკოლო ავეჯი გაუგზავნა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 1-ლ ოქტომბერს დაარსდა ხელთუბნის სკოლა და ამავე პერიოდიდან მასწავლებლად მუშაობდა სეით გამრეკელი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის პირველ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ წინამძღვრიანთკარში სხვა ადგილებიდან ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის პირველ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, ილია წინამძღვრიშვილისთვის გაეგზავნათ შესაბამისი თანხა, საჭირო ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ფრანგი მოგზაურის, პეისონელის „მოთხრობა სპარსეთისა და საქართველოს არეულობის თაობაზედ“. წიგნი 1754 წელს პარიზში „გამოკვლევა სპარსეთისა და საქართველოს არეულობაზე“ სახელით გამოვიდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა მოლიერის ხუთმოქმედებიანი პიესა „კრიჟანგი“ (ძუნწი).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საძაგელი იყო (მოთხრობა ჩეხურის ცხოვრებიდამ)“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9-10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა „ბიბლიოგრაფია“. (ძველ ბერძენ და რომაელ მწერალთა მიერ მოძიებული შრომები კავკასიის შესახებ, რომელიც შეკრიბა და თარგმნა კ. განმა).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის წერილი „დამოკიდებულება ბიზანტიასთან საზოგადოდ და მე-10 საუკუნეში, კერძოდ.“

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ პირობა დადო წიგნის გამომცემელ ვარლამ ჭილაძესთან, თავისი თხზულებების გამოცემის თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 სექტემბერს გიორგი ქართველიშვილის სახლში ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღდგენისა და გამოცემის საკითხებთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 50 ცალი ეგზემპლარი გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლის მამასახლისს გაეგზავნა თხოვნა სკოლის შენობის დროულად აგების შესახებ და ასევე აცნობეს, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს უნდა დაეწყოთ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ნიკოლოზ მთვარელიშვილისა და ივანე გამყრელიძის თხოვნა ხელნაწერი წიგნების სახლში გატანის თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნილი წიგნები ხარკოვის უნივერსიტეტისთვის გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეკმაყოფილებინათ ბათუმის სკოლის მასწავლებლის, მოსე ნათაძის თხოვნა შემოსული თანხის სკოლის საჭიროებისამებრ განკარგვასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის სკოლების დირექტორისთვის გაეგზავნათ სამეგრელოში გადატანილი სკოლის სასწავლო გეგმა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 სექტემბერს თბილისის პოლიცმაისტერმა წერილობით უპატაკა გუბერნატორს ილია ჭავჭავაძეზე ფარული მეთვალყურეობის შედეგები.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ალექსანდრე ყაზბეგის წიგნების შესყიდვის შესახებ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მადლობა გამოუცხადეს ილია ოქრომჭედლიშვილს საზოგადოებისთვის ანდრეევის ქუჩაზე მდებარე შენობის შემოწირვის გამო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომ მოთხოვნილი სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და თანხა წამლების შესაძენად - სოფელ სურების სკოლისთვის გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომ მოთხოვნილი წიგნები გაეგზავნათ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლის დანიშვნის თაობაზე.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის პირველი სექტემბრიდან სპირიდონ გაბელაშვილი გორის ერთკლასიანი სასოფლო სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სოფელ ბურნათში სკოლის გახსნის განზრახვასთან დაკავშირებით.