ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომას დაესწრნენ განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მოადგილე ალექსანდრე მდივანი, მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, პოლიტიკური მთავრობის კომიტეტის წევრი ა.ს.ბაბოვი და თბილისის პოლიტექნიკუმის დირექტორი ზახაროვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტროს 1918 წლის 14 სექტემბრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, საშუალო სკოლათა მთავარგამგე დიმიტრი უზნაძე, პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე, ვაჟთა V გიმნაზიის დირექტორი ილია ჯიშკარიანი, ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი მიხეილ კონიაშვილი, ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ქალთა III გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე ბოგოიავლენსკი, ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე საფაროვი, ქალთა V გიმნაზიის დირექტორი კრამარენკო, ვაჟთა IV გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ზაალიშვილი, ქალთა II გიმნაზიის დირექტორი შენგერი.

პირები
წყარო

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ორთაბათუმში ბენია ჩხიკვიშვილს პატაკი ჩააბარა რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ოქტომბერს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში დაათვალიერა 1918 წელს თურქების შემოსევის დროს დაზიანებული წყალსადენი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში განაცხადა, რომ მოსახლეობამ იარაღი ვერ მოიხმარა, ამიტომ მათი განიარაღება მოითხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ოქტომბერს ბენიამინ ჩხიკვიშვილმა და გიორგი ანჯაფარიძემ ორთაბათუმის მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ აუცილებელი იყო დამნაშავეთა დასმენა და გაწერილი ფულის გადახდა. თანხა სკოლისა და ხიდის აშენებას მოხმარდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ივნისს აპოლონ ივანიცკმა (მღვდელი, გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, მასწავლებლობდა სახალხო სკოლებში) განათლების მინისტრს სთხოვა სახალხო სკოლების მეთვალყურის თანამდებობა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში მამია ყარამანის ძე ანთელავამ, თამარ გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვმა, სალომე ავალიშვილმა, სოფიო ილიას ასულმა ბაგრატიონ-მუხრანსკიმ (განათლება – თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი), თამარ პაატას ასულმა ბებურიშვილმა ( განათლება – თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის რვა კლასი) განათლების მინისტრს დასაქმების თხოვნით მიმართეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 აგვისტოს მოსე ერმალოს ძე აბზიანიძე, მცხოვრები თბილისში, ბელინსკის ქუჩა 11, მიმართავს განათლების მინისტრს დახმარების თხოვნით, ვინაიდან ის ჯარში გაწვევის გამო დაითხოვეს სოფლის მასწავლებლის თანამდებობიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გაუქმდა აკაკი ხოშტარიაზე გაცემული კონცესია მდინარე რიონის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 ოქტომბერს ნოე სიხარულიძის 12 წლის ვაჟს რევოლვერი გაუვარდა, ტყვია მოხვდა მის 10 წლის ძმას, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს თბილისში გამართულ სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკური თათბირზე მოხსენებები წაიკითხეს ნოე ჟორდანიამ და ნოე ხომერიკმა, სიტყვა წარმოთქვა კარლ კაუცკიმ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკურ თათბირზე კარლ კაუცკი და ნოე ხომერიკი გლეხებისთვის გადასახადის მომატების ინიციატივით გამოვიდნენ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 28 სექტემბერს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ვერა პავლეს ასულ რუხაძეზე დაქორწინდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1918 წელს სამხედრო სამსახურში იყო და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი თებერვლიდან ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ქუტირის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა. ფორმულიარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.

1920

ტიპი: განათლება

ქუტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის, ნიკანდრი ზაქარის ძე არველაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მან უმაღლესი განათლება მიიღო ქუთაისის საოსტატო სემინარიაში, რისი სათანადო მოწმობაც აქვს N637. ფორმულარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

28 წლის ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1920 წელს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და მდივანმა კირილე მიხეილის ძე არჯევანიძემ ქუთაისის სამაზრო ერობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი აპრილიდან ნიკანდრო არველაძე ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ სექტემბერს სემინარიის დირექტორ კირილე არველაძეს ბორჯომიდან მისწერეს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, 6-დან 12 იანვრამდე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ის ქუთაისის მაზრის სოფელ ჭაგანში პირადი საქმეების გამო უნდა წასულიყო. მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებდა სემინარიის მასწავლებელი ვასილ პატარაშვილი. ხელს აწერენ სემინარიის დირექტორი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ კირილე არველაძეს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის დირექტორად დამტკიცდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის საოსტატო სემინარიის დირექტორს კირილე არველაძეს აცნობეს, რომ ნება ეძლეოდა მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან თავისთვის გამოეწერა ოთხი გაკვეთილის ანაზღაურება – 75 მანეთი.