რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 დეკემბერს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 20 ნოემბრიდან გიმნაზიის პარალელური განყოფილების ისტორიის მასწავლებლად ვოლობუევის ნაცვლად კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა მიიწვიეს. ის ალექსეევას შუამდგომლობდა, რომ ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე დროებით დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ წერილი გაუგზავნა სამტრედიის განყოფილებას და სთხოვა, რომ გადმოეგზავნათ მინა კოპალეიშვილის კუთვნილი ჯამაგირი 11 928 მანეთი და ასევე, ეცნობებინათ თუ როდის გადასცემდნენ დარჩენილ თანხას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: იპ. ვართაგავა, ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ი. გიორგობიანი, მეთ. კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ივანე გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, გასული წლის იანვარში გამგეობამ დაადგინა ხსენებული წიგნის გამოცემა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო წიგნი ვერ დაიბეჭდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ი. გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილი გამოიცემოდა, თუ ავტორი წიგნის მოწონების შესახებ სამინისტროს რეცენზიას წარმოადგენდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარდა თათბირი ზემო სვანეთის მდგომარეობის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ თათბირში მონაწილეობდნენ: მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე, ადმინისტრაციის ინსპექტორი, ზემო სვანეთის კომისარი, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარე და იმავე ერობის გამგეობის წევრი. თათბირზე შემუშავდა სხვადასხვა ზომები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 14 დეკემბერს დამფუძნებელი კრების უფროსის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე პროვინციაში მოგზაურობიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 დეკემბერს ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგემ რაჭის საერობო გამგეობას სთხოვა, სამინისტროს წინაშე აღეძრა შუამდგომლობა, რათა გ. ჭანტურაიასთვის შტატის მასწავლებლის უფლება მიენიჭებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 დეკემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვი ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში დაუშვა მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 დეკემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობის 6 დეკემბრის N2444 შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნება დართო, ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის მოვალეობის შემსრულებლად დაეშვა ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვი. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 დეკემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი მასწავლებელთა კავშირის სახელით სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა დაებრუნებინათ 15 მაისს გაგაზავნილი საბუთები N 360, თავისი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის შესახებ. ხელს აწერენ: დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმის მწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ წერილობით მიმართა ტერენტი წერეთელს, რომ წიგნთა საწყობები ჩაებარებინა იპოლიტე ვართაგავასთვის და ჩაბარების აქტი წარმოედგინა 1920 წლის 1-ლი იანვრისათვის. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ წერილობით მიმართა იპოლიტე ვართაგავას, რომ ტერენტი წერეთელისგან ჩაებარებინა წიგნთა საწყობები და ჩაბარების აქტი წარმოედგინა 1920 წლის 1-ლი იანვრისათვის. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პრესბიურომ პარიზიდან მიიღო ჟურნალი "L'image" („სახე“), რომლის ყდაზე იყო ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, ნოე ჟორდანიას, მინისტრების, თამარ მეფის, ერეკლე მეორის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვ. სურათები.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 19 დეკემბერს ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი გ. კვიტაშვილი სწერს საშუალო სკოლების მთავარგამგეს, რომ მასწავლებელმა ეკატერინე ჯაფარიძემ გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა. მის ადგილზე მოიწვიეს გიორგი მასხარაშვილი, რომელიც ერობაში მსახურობს. ერობამ ის ერთი თვით ათხოვა მათ, იანვრიდან კი კვლავ უმასწავლებლოდ რჩებიან, თუ სამინისტრო მათემატიკის მასწავლებელს არ დაუნიშნავს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბერს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა და კომიტეტის წევრმა ბ. ა. პაპავამ სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცწარმოების სახელზე გააგზავნეს წერილი, რომელშიც ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება ”ჩემოს” კომიტეტი მარგანეცმწარმოებლებს 7. 050 ათასი ტონა მარგანეცის გამოტანის უფლების გაგრძელებას სთხოვდნენ.