რეგისტრირებული ფაქტები42802
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დავით ონიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი კიღურაძის გარდაცვალების გამო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ 10 ივლისს, მეორე ქართულ კლუბში (პლეხ. ქ. N129) გ. ქუჩიშვილის საღამო გაიმართებოდა. სიტყვით გამოვლენ: „მოწინავე სადარაჯოზე“ ვ. კოტეტიშვილი, პოეტები: ვარლამ რუხაძე, გ. ტაბიძე, სოლომონ თავაძე (ობოლი მუშა), გ. ცეცხლაძე, გ. შინატეხელი და სხვ. დეკლამატორი მიხ. ჭიაურელი, შალვა (თაგუნა) გიორგის ძე შარაშიძე წაიკითხავდა ახალ ნაწარმოებს; ღონისძიებას ი. თარალაშვილი ხელმძღვანელობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ წერადა, რომ 13 სექტემბერს, შაბათს, თბილისში, ვერის დაღმართზე მოხდა ტერორისტული აქტი: ორი ბომბი შეუგდეს მანქანას, რომლითაც თანმხლებ პირებთან ერთად მგზავრობდა გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი – სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. აფეთქებას ემსხვერპლნენ სამნი: მძღოლი, მისი თანაშემწე და პოლკოვნიკი სელიმ ალხავი. გენერალი ბარათოვი ფეხში დაიჭრა მძიმედ, ხოლო გენერალი ოდიშელიძე – თავში. გაზეთისავე ცნობით, ოპერაციის შემდეგ ბარათოვი მომჯობინებას იწყებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს მეღვინე-მევენახეთა კონგრესის წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე წერდა, რომ კონგრესმა იმსჯელა და ჩამოაყალიბა დარგის საჭიროებანი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა რეალური სასწავლებლის დირექტორად ივანე გაჩეჩილაძე დაამტკიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ჰიგიენაში კურსი სრულად გავლილი იყო. მასწავლებელი თვლიდა, რომ მე-8 კლასში ჰიგიენის ნაყოფიერად გავლისთვის საჭირო იყო მოსწავლეებმა ელემენტარული ჰიგიენა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია უფრო დაწვრილებით მე-5 და მე-8 კლასებს შორის შეისწავლონ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ფიზიკაში პროგრამა ყველა კლასში გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ბუნებათმცოდნეობაში პროგრამები გავლილი იყო ყველა კლასში, გარდა მე-3 კლასისა, რომელშიც მასწავლებელმა ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო „თვალების“ გავლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს გეოგრაფიაში პროგრამები გავლილი იყო ყველა კლასში, გარდა მე-3 კლასისა, რომელშიც მასწავლებელმა ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო ავსტრია-უნგრეთის გავლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს 1-ლ კლასში კულტურის ისტორია გაიარეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-2 კლასში ისტორიის კურსი გავლილი იყო. მ. გ. გეორგაძე, რომელიც ამ კლასს ასწავლიდა ისტორიას, საჭიროდ თვლიდა საქართველოს ისტორიის სწავლებას სომხურ ენაზე, რადგან ბავშვებმა სუსტად იცოდნენ როგორც რუსული, ისე ქართული ენები. ამას მოითხოვდა სკოლის გაეროვნულების ინტერესები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-3 კლასში სომხეთისა და საქართველოს ისტორიის კურსი გავლილი იყო, აგრეთვე დაასრულეს აღმოსავლეთის ისტორია, დარჩა რომის ისტორიის კურსი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ისტორიაში მე-7, მე-6, მე-5 და მე-4 კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ისტორიაში მე-8 კლასში პროგრამა გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-2 და 1-ლ კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელის 21 ივნისს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-3 კლასებში გეომეტრიის პროგრამა სრულად იყო გავლილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნსის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-3 კლასის მე-2 განყოფილებაში პროგრამა გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-3 კლასის 1-ლ განყოფილებაში არ გაიარეს მრავლობითი რიცხვების გაყოფა, რადგან 10 გაკვეთილი დღესასწაულს დაემთხვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელის 21 ივნისს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-4 კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-5 კლასის 1-ლ განყოფილებაში პროგრამა სრულად იყო გავლილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-5 კლასის მე-2 განყოფილებაში ალგებრაში პროგრამა შესრულებული იყო. გეომეტრიაში დაგეგმილიდან დარჩა: ზღვრის თეორია, წრეწირის სიგრძე და წრის ფართობი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში გაიარეს პროგრესიები და ამოცანები პროგრესიებზე. გეომეტრიაში გაიარეს კურსი სტერეომეტრიამდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ტრიგონომეტრიაში თეორია გავლილი იყო, პრაქტიკული სავარჯიშოები არ იყო საკმარისი. მე-6 კლასში მასწავლებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაევლო მე-5 და მე-6 კლასის კურსი 5 გაკვეთილის პირობებშიც კი, როგორც ეს იყო გათვალისწინებული წელიწადის დაწყების წინ. გაიარეს სრულად მე-5 კლასი და ნაწილი მე-6 კლასი.