რეგისტრირებული ფაქტები44984
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვარლამ დავითის ძე ძიძიგური თბილისის რკინიგზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით ჩატარებულ მასწავლებელთა ყრილობაზე აირჩიეს ხუთკაციანი კომისია, რომელსაც დაევალა მოხსენებების შესახებ შესაბამისი რეზოლუციების გამოტანა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა დაბალი სკოლების მთავარი გამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, რომელიც შეეხო აფხაზეთ-სამურზაყანოსა და მესხეთ-ჯავახეთის მაზრებს, საიდანაც წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. აფხაზეთ-სამურზაყანოში არსებობს 135 დაწყებითი სკოლა, ახალციხეში – 5, ხოლო მაზრაში – 6, ახლახანს გაიხსნა 2, სკოლები არის ქართული, სომხური, აზრებაიჯანული, ყველაზე ნაკლები სკოლა ახალქალაქის მაზრაშია. მან განაცხადა, რომ არ შეიძლება ერობების მუშაობის მიმართ საყვედური, რადგან ჯერ არ განმტკიცებულან. მთავრობამ ბევრი იმუშავა სწავლა-განათლების საქმეში, დაბალი და უმაღლესი სკოლები თავისი კრედიტებით გადასცა თვითმმართველობებს, სკოლები გააეროვნა, გამოსცა დროებითი პროგრამები, დაუმტკიცებელი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ განმარტა, რომ მიზეზი მათი მოუმზადებლობაა, აღნიშნა, რომ 1917, 1918 და 1919 წლებთან შედარებით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე „ნაკადულის“ რედაქტორის, ნინო ნაკაშიძის ვრცელი მოხსენება საბავშვო გამომცემლობაზე ყრილობამ სრულებით გაიზიარა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვარლამ ბურჯანაძე ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ მესხეთ-ჯავახეთში არ არის ფილიალი და მხოლოდ მაშინ ეწყობოდა. ბორჩალოს მაზრაში არის 5 დაწყებითი სასწავლებელი, მაზრაში არის 12 ქართული სოფელი, სადაც შესაძლებელია სკოლების გახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მასწავლებლისთვის გაცილებით უკეთესი პირობებია სურსათის მხრივ; ყრილობაზე მესხეთ-ჯავახეთის მაზრიდან წარმომადგენელი არ არის.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი სიღნაღის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში 100-მდე დაწყებითი სკოლაა, რომლებიც მოუწყობელია, კარგი მასწავლებლები არ მოდიან; კავშირი არსებობს, თუმცა ვერ იკრიბებიან ფილიალების სიშორის გამო; ერობა ხელფასებს დროულად არ გასცემს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა იაკობ კობიაშვილი დუშეთის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არსებობს 35 სკოლა, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე, რადგან დანიშნული მასწავლებლები ვერ ასრულებენ მოვალეობას, ნახევრად აცდენენ გაკვეთილებს, ბოლშევიკების მიერ განადგურებულ ინვენტართან დაკავშირებით ერობა მუშაობს, თუმცა მალე ვერ მოწესრიგდება მდგომარეობაო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ პატარაშვილი გორის მაზრიდან, რომელმაც შეადარა ძველი სახელმწიფო ინსპექტორებისა და ერობის ხანის მდგომარეობა. მისი აზრით, ძველ დროს სკოლისთვის არაფერი თვალსაჩინო გაკეთებულა, ხოლო ახლანდელი სასკოლო განყოფილების გამგის მეშვეობით მაზრაში გაიხსნა 47 ახალი სკოლა, მასწავლებლები უზრუნველყოფილნი არიან, თუმცა ძველი ინსპექტორების მიერ გაბნეული დოკუმენტების გამო მასწავლებლებს უფერხდებათ ხუთწლეულების მიღება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პავლე ღუდუშაური თელავის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არის 41 დაწყებითი სასწავლებელი, ქალაქისა და მაზრის 112 მასწავლებელი გაერთიანებულია კავშირში, სამაზრო ერობასთან დაარსებულია სასკოლო საბჭო, რომელიც განაგებს სასკოლო საქმეებს, საბჭომ მოაწყო ხატვა-ძერწვის კურსები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვარლამ დავითის ძე ძიძიგური რკინიგზის სკოლიდან, რომელმაც განაცხადა, რომ რკინიგზის სკოლების მდგომარეობა ერობის მასწავლებლებთან შედარებით უკეთესია, დაცულია უფლებრივი და ეკონომიკური ინტერესები, სკოლები გაეროვნებულია, მთელ ხაზზე არის 200-მდე სკოლა, თითოეულ მასწავლებელს ჰყავს არა უმეტეს 40 მოწაფისა, ხელფასებს დროულად იღებენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა სამსონიძე ფოთის სახელოსნო სასწავლებლიდან, რომელიც შეეხო ფოთის, ბორჯომისა და ხონის სახელოსნო სასწავლებლების მძიმე მდგომარეობას და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის ყურადღებისა ტექნიკური და პროფესიული განათლების მიმართ, ამ სასწავლებლებში ვითარება არ უმჯობესდება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა სევერიანე არსენის ძე მჟავანაძე ქ. ფოთიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქში არსებობს 8 დაწყებითი სასწავლებელი და ერთი უმაღლესი სასწავლებელი აგრონომიული განყოფილებით, არსებობს ფილიალი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ყველანაირი პროფილის მასწავლებლები, ქალაქს არ ჰყავს განსაკუთრებული ინსტრუქტორი, კავშირმა დააარსა პედაგოგიური კურსები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ მაქსიმეს ძე ქობულია ზუგდიდის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არსებობს 100 დაწყებითი სკოლა, 1918 წელს ფილიალები არ იყვნენ შეკავშირებულნი, 1919 წელს გაერთიანდნენ სამაზრო კავშირში, რომლის გამგეობა ცენტრიდან დაბაში გადავიდა, კავშირს ურთიერთობა აქვს სამაზრო ერობასთან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩიქოვანი ბათუმიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში არსებობს ორი დაწყებითი და ერთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, არ არსებობს მასწავლებელთა კავშირი, გიმნაზია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან არც მთავრობა და არც ადგილობრივი საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს. სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ არაა სათანადო პირობები. გიმნაზიაში სწავლობენ მაჰმადიანებიც.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა თამარა კიკვაძე რაჭის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი მასწავლებლები თავს არიდებდნენ რაჭის მაზრაში მუშაობას, ხოლო ახლად დანიშნულები ვერ ასრულებდნენ მოვალეობას, სკოლები მოუწყობელი იყო, მასწავლებლებს უხდებოდათ 2-3 განყოფილებასთან ერთდროულად მუშაობა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამამდე სკოლაში ნორმალურად არასდროს ტარდება მეცადინეობა, ამ მხარეში არ არსებობს თანამედროვე კულტურის ნასახიც და საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს მასო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო თავდგირიძეს დაევალა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის (ცენტრო-ბანკი) საორგანიზაციო საქმეების მოგვარება.