ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

1970

ტიპი: ღონისძიება

სიცოცხლის უკანასკნელი 5 წელი თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ უმეტესად მწოლიარემ გაატარა. ქრისტინე შარაშიძის მივლინებაში წასვლის დროს ის ნათესავებთან – ქიქოძეებთან გადავიდა საცხოვრებლად.

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა, რომელშიც სწერდა, რომ მარცხენა თვალში სისხლი ჩაექცა.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს ზეინაბ ზარქუამ ქრისტინე შარაშიძეს გორიდან თბილისში გაუგზავნა 8 მარტის მისალოცი ბარათი.

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე თბილისში, ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13-ში ცხოვრობდა.

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ამბროსი ივლიანეს ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშობდა.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან ვლადიმერ ციბაძეს, გრიგოლ ტურაშვილს, ვალერიან თევზაძესა და ნიკოლოზ მათიკაშვილს ვიქტორ ნოზაძისგან მიღებული თამარ პაპავას წიგნი „გაბნეული საფლავები“ გაუგზავნა.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 29 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 26 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ციალა გაბაშვილს მისწერა კერძო ხასიათის წერილი, რომლის მიხედვით, მან ციალას ადრეც მისწერა მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ის წერილი ყუთში ჩაგდებამდე დაუკარგავთ.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ბაქრაძის უსათაურო წერილი 13 ოქტომბრის ღამით სამეგრელოს ცაზე შენიშნული წითელი ნათების შესახებ, რომელიც ჩრდილოეთის ციალის ანარეკლი უნდა ყოფილიყო.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ხონიდგან“ ქუთაისიდან ხონისაკენ მიმავალი გზების სავალალო მდგომარეობაზე.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბარათაშვილის წერილი „თბილისის გუბერნიის ბანკი“ 1864 წელს დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით დაარსებული ქართული ბანკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

1971

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 მარტის გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და თბილისის სასულიერო სემინარიაში იყიდებოდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებათა მორიგი კრებული – „სიტყვანი და მოძღვრებანი“.

1971

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ყვირილიდგამ“ შორაპნის მაზრის სოფლებში მამასახლისებისა და მოსამართლეების არჩევის შესახებ.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წლის 23 მარტს ქრისტინე შარაშიძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა ყოფილი მოსწავლის, ბაბოს შვილს, ილიკოს, ბაბოს გარდაცვალების გამო.

1972

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1972 წელს, საქართველოში ყოფნისას, მიხეილ კვალიაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრა შალვა ამირანაშვილს, რომელმაც თავისი წიგნი „საქართველოს ხელოვნება“ აჩუქა ავტოგრაფით.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს ქრისტინე შარაშიძემ ხათუნა ჭოჭუას მისწერა, რომ დროებით საცხოვრებლად პავლოვის 7 ნომერში გადავიდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს პოლონეთის სამეცნიერო გამომცემლობამ ვარშავაში შალვა იასონის ძე ამირანაშვილის „ქართული ხელოვნება“ გამოსცა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 11 მარტს ქრისტინე შარაშიძემ თამარ მაჭავარიანს მისწერა, რომ შორეული ძმისწულების მოლოდინში ბინა მოაწესრიგა, წიგნებისთვის თაროები გააკეთებინა და სთხოვა, მისთვის ვინმე გაეგზავნა, ვინც მას წიგნების აღრიცხვაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გასამრჯელოს მიიღებდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ ერთ თვეში გიგო შარაშიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე ჩატარდებოდა, მისი ბიუსტი დაიდგმებოდა და სასოფლო ბიბლიოთეკა გიორგი შარაშიძის სახელობის გახდებოდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სოფლის მუზეუმისთვის გამოყოფილი იყო შენობა (სამი ოთახით) და დაწყებული იყო მისი მოსაწესრიგებელი სამუშაოები. მასალებისა და ექსპონატების შეგროვება შალვა ტარასის ძე თავართქილაძეს ჰქონდა მინდობილი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა, თუ სოფლის მუზეუმისთვის გამოსადეგი მასალები ან ექსპონატები ჰქონდა, შალვა ტარასის ძე თავართქილაძისათვის გადაეცა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 16 აპრილს გივი ჟორდანიამ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეხვედრა და ქართული განძის საფრანგეთში გატანისა და უკან მობრუნების შესახებ ცნობების მიწოდება.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 18 აგვისტოს პოლონეთში ჩასულმა გიორგი ლეონიძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ურჩია, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან – დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელეონორა“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, ვასილ ბარნოვის „ისნის ცისკარი“, ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონი“, დავით კლდიაშვილის „მიქელა“, ლეო ქიაჩელის „მთის კაცი“ და ა. შ. – რამდენიმე ეთარგმნა.