რეგისტრირებული ფაქტები46632
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომაზე სოფიო ზარაფიშვილმა, ვარლამ ჭიჭინაძემ და ანა აბაშიძემ წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები. გამგეობამ სულ 30 მანეთი ამოიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა I სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ანტონოვსკიმ, რომ ავადმყოფობის გამო დაეხმარონ მას 300 ან 400 თუმნით. გამგეობამ ელენე ანტონოვსკის თხოვნა ფულის უქონლობის გამო ვერ დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ანასტასია წერეთლისა და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების იანვრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დიდ დავთარში აღნიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ანასტასია წერეთლისა და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს წინარეხის სკოლის 1897 წლის ანგარიში და ასევე მასწავლებლის თხოვნა, რომ საზოგადოებამ ვალად აძლიოს ფული ჯამაგირის ანგარიშში. გამგეობამ დაადგინა მასწავლებლისთვის მაისამდე სესხად მიეცათ ჯამაგირის ანგარიშში ორ-ორი თუმანი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1897 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ანგარიშის გადამოწმება გამგეობამ ნიკო მთვარელიშვილს და ივანე რატიშვილს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა. სხდომაზე წიგნების ანგარიშში სერგო მდივანოვს გადასცეს 11.68 მან., გრიგოლ ტატიშვილს – 24.79 მან., ზაქარია გრიქუროვს – 17.50 მანეთი და ასევე გადაიხადეს სხვა ხარჯები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკო მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ანასტასია წერეთლისა, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა, რომ დართონ ნება 3 დღით დარჩეს თბილისში მეუღლის დის დაკრძალვის გამო. გამგეობამ ყიფიანს თანხმობა განუცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე არსენ ორმოცაძემ თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ სამსონ ვაშაყმაძისთვის პეტერბურგში გაეგზავნათ ის 6 მანეთი, რომელიც საზოგადოებამ მიიღო ალექსანდრე ყიფშიძის ხელით ნიკოლოზ აბაშიძისგან, როგორც ფასი ბილეთებისა საზოგადოების სასარგებლოდ გამართული წარმოდგენისთვის. გამგეობამ სამსონ ვაშაყმაძეს გაუგზავნა 6 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის 1897 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დავთარში ჩაიწერა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ხელთუბნის სკოლის 1897 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დავთარში ჩაიწერა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ ხარჯთაღრიცხვაში შეიტანა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცახდა, რომ კარგი იქნებოდა თუ გამგეობა ევროპის დედაქალაქებში ყველა საერო ბიბლიოთეკას გასაცნობად გაუგზავნიდა ქართულ წიგნებს. ამ საკითხის მოგვარება გამგეობამ მდივანს დაავალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 მარტს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ თანახმა იყო ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანისთვის ზედმეტი გაკვეთილების ჩატარებისთვის განსაზღვრული ჯილდო გადაეცა. ხელს აწერენ მთავარგამგე გ. ი. ნათაძე და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ვ. ძიძიგური.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 მარტს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა მთავარგამგეს პედაგოგიური საბჭოს 5 მარტის დადგენილება შეატყობინა, რომ მასწავლებელი ევგენია ჯანდიერი 1-ლი მარტიდან ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, მის ნაცვლად კი თანამდებობაზე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე წერეთელი და საქმისმწარმოებელი მ. ჩუბინაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის ბრძანებით, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწეს ცავრინა დისიონის ასულ ახვლედიანს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური წლები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს, არალის და ვალეს მოსახლეობამ, რომ მათთვის გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იქნებოდნენ: სიმონ ბალახოვი, გრიგოლ აღოშევი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი ზაალიშვილი და პეტრე აღოშევი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ უდეში გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა მთავრობის ნებართვით, ასევე დაემტკიცებინათ სამზრუნველოს წარმოდგენილი წევრები და სამკითხველოს მოსაწყობად სამზრუნველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთი.
1885
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დაიბადა 1885 წლის 5 ნოემბერს.
1917
ტიპი: ღონისძიება
ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან ხელსაქმის მასწავლებლად ანა გეგელაშვილი მიიწვიეს. გეგელაშვილი ჩინებულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მან არსებული პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს შეასწავლა ჭრა-კერვა, ქარგვა და ა. შ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალფრედ პიკარმა, რომ დახმარებოდნენ ბეჭდვის ისტორიის შედგენაში. კერძოდ, საქართველოში ამ საქმის გავრცელების შესახებ ცნობების მიწოდებით. გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილს და დავით კარიჭაშვილს დაავალა შეედგინათ მოკლე ისტორია საქართველოში ბეჭდვის შესახებ, რომელშიც მათ დახმარებას გაუწევდა გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხარჯთაღრიცხვა: 1-ლიდან 25 იანვრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1 332 მან. 92 კაპ., გასავალი – 754 მან. 80 კაპ., 1-ელი თებერვლის მდგომარეობით საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი 4 028 მან. 27 კაპ. ქაღალდებით – 11 816 მან. 11 კაპ., სულ – 15 844 მან. 31 კაპ., ასევე სხვა სათადარიგო და საგანგებო თანხები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ წევრები საკითხის განხილვას მმართველობის სხდომაზე საქმის განმარტების შემდეგ დაიწყებენ. თავმჯდომარის გარდა არავის აქვს უფლება, მომხსენებელს სიტყვა გააწყვეტინოს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 60.13 მანეთი გადაუხადა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნსაცავის კომისიის მოხსენება წარწერების გადასაღებად რადლოვის იარაღის 37 მანეთად შესყიდვის შესახებ, ასევე კავკასიის არქეოგრაფიური კომისიის აქტების ორი ტომისა – 50 მანეთად და გაგარინის საქართველოს ეკლესიის სურათებისა – 10 მანეთად. გამგეობამ დაამტკიცა ხარჯი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა ჟურნალი ან გაზეთი, ასევე ცარცი და მელანი, მისი თებერვლის ხელფასიდან 10 მანეთი მისი დისთვის გადაეცათ. გამგეობამ დაადგინა, მასწავლებელს გაგზავნოდა „მოამბე“. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.