ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სოფიო სიდამონოვ-ერისთავი წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ვასილ გადილიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე მთავრობის საქმეთა მმართველი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ზესტაფონიდან ქალაქის მოურავმა ჩხეიძემ უდეპეშა, რომ შორაპნის სამაზრო ერობის გამგეობა აღშფოთებული იყო პროვოკაციით, რომელსაც ეწეოდა გაზეთი „ივერია“ თავის მეთაურ სტატიაში ნაც-დემოკრატების სახელით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ქ. ზესტაფონის მოურავი ჩხეიძე სწერდა, რომ ადგილობრივი გვარდიის შტაბი ასრულებდა ქალაქის გამგეობის დავალებას იარაღის შეკრების შესახებ, ქალაქის ხმოსანი გვალია და აგრეთვე ექვსი სხვა მოქალაქე მინისტრის სავალდებულო დადგენილებათა დარღვევისთვის დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ სოციალისტებიც.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამეურნეო საზოგადოების ანგარიშზე 63718 მანეთი იყო, წლის განმავლობაში დაიხარჯა – 63400, 1921 წლის პირველ იანვრისთვის დარჩა – 318.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი სოსო მდივანი აჭარაში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელი კახეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი იოსებ გედევანიშვილი სომხეთიდან შემოსული ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში ნოე რამიშვილის ნაცვლად სამხედრო სამინისტროს ხელმძღვანელად სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ლორთქიფანიძე დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი დეკანოზი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ძუკუ ლოლუა ზუგდიდში ლოტბარი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „ჩარდაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა დია ჩიანელის მოთხრობა „საუკუნეთა ორღობეში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „სასაფლაო და ყვავები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფერფლე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ესეი „რითმა და და ასონსანსი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ყოველთვიური ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N3, რომლის რედაქტორი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლიდან მოსე ჯანაშვილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა შიო მღვიმელის საყმაწვილო ლექსები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი, ალექსანდრა, თამარ, ნიკოლოზ, ელენე, ნინო, ნიკუშა და ოლიკო წერეთლები, თალიკო და სოსიკო ვარაზიშვილები იუწყებიან, რომ მათი ბაბუის, დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის გასვენება იყო რკინიგზის სადგურზე სამშაბათს, 30 დეკემბერს, საღამოს 4 საათზე, ხოლო დაკრძალვა იქნებოდა სოფელ ცხრუკვეთში, პარასკევს, 2 იანვარს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.