ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41018

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის სექტემბერში ექიმი ივანე გომართელი თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ნუთუ საჭიროა ლიტერატურული ომი?“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში, პირველ მსოფლიო ომში, დაიჭრნენ კორნეტი ლუკა თარხნიშვილი, პოდპორუჩიკი კონსტანტინე სოლომონის ძე ჯავრიშვილი, პორუჩიკი კონსტანტინე არჩილის ძე მაღალაშვილი, კაპიტანი ილია ხუციშვილი და პორუჩიკი კონსტანტინე გურგენიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 5 სექტემბერს ნოქართა კლუბში გამართულ ლიტერატურულ საღამში მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვანო სარაჯიშვილი, პოლიევქტოს ირეთელი, ნიკოლოზ გოცირიძე, იოსებ ივანიძე, მიხეილ კავსაძის გუნდი და სხვ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლის შენობაში გამართულ კავკასიის საგამოფენო კრებას ესწრებოდნენ თბილისის პოლიცმაისტერი კოვალიოვი, საგუბერნიო ინჟინერი ბ. ბუტკევიჩი და ქალაქის ინჟინერი ამბარცუმ ენფიანჯიანცი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლის შენობაში კავკასიის გამოფენის კომისრის, იოსებ ანდრონიკაშვილის განკარგულებით სხდომა ჩატარდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის სექტემბერში ექიმი ივანე გომართელი პაციენტებს იღებდა ანასტასიევის ქ. №8-ში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის სექტემბერში გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა შექმნა ალექსანდრე შანშიაშვილის „ივერიკოსა“ და შალვა შარაშიძის „ავგაროზის“ ილუსტრაციები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში დავით ერისთავის „სამშობლო“ დაიდგა, რომელშიც ნუცა ჩხეიძე და დავით გამყრელიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში შილერის ხუთ-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ დაიდგა, რომელშიც ლადო ალექსი-მესხიშვილი და ნუცა ჩხეიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო ფონდის საქმიანობის შესახებ იუწყებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სამეურნეო ბანკის მმართველობამ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე კახეთში მიავლინა ადგილობრივი ჩარჩების მიერ ხელოვნურად შემცირებული ღვინის ფასის საკითხის შესასწავლად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 20 კაპიკად იყიდებოდა ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „საღვთო რჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ვასილ როინაშვილისა და გაიანე წიკლაურის შეტყობინება ნათესავებისა და ნაცნობებისადმი, რომლის თანახმად, 14 ნოემბერს დიდუბის ეკლესიაში, ალექსანდრე როინაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რეზო გაბაშვილის „ღია წერილი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ გრ. ლორთქიფანიძეს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ბოლშევიკების სახე“ გამოქვეყნდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვარს „დროებაში" დაიბეჭდა გრიგოლ გორდელაძის პუბლიკაცია „ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი".

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, კუკიის ხიდთან მდებარე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში მიხეილ ბებუთოვის მიერ ქართულად ნათარგმნი კრილოვის იგავები იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს მიხეილ კლიმიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი აწერდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ VIII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ილია ჭავჭავაძე“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის წერილი „ამდროული ქართული“ (ორი კონდუქტორის საუბარი ვერის დაღმართზე).

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წელს მიშა თუშმალიშვილი, ბესო მაისურაძე, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ვანო მაისურაძე და სხვ. ავლაბარის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბარში ბესო მაისურაძის, ვანო იმედაშვილის, ლევან პოღოსოვის და ასოთამწყობ ვანო მჭედლიშვილის მეთაურობით სცენისმოყვარეთა ახალი ამხანაგობა შეიქმნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 სექტემბერს ქართულ თეატრში ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილისა და სხვათა მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „მსხვერპლი“.