ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძის თხოვნა სამოგზაუროდ წასვლასთან დაკავშირებით მისთვის შვებულების მიცემის თაობაზე დააკმაყოფილეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გორის საოსტატო სემინარიადამთავრებული სტიპენდიატებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების კრების მიმოხილვის დასასრული. კრებას ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის მოწვეულ თავადაზნაურთა საზოგადოების საგანგებო კრებაში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 ივნისს დიდი თონეთის სკოლის პირველი განყოფილების გამოცდები ჩაიბარეს ამავე სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა და მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ გამოქვეყნებული ნაპოლეონ ამატუნისა და ილია ჭავჭავაძის წერილების სტატია „საბანკო დავიდარაბა გაზეთების ფურცლებზედ“ დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 315 წევრი ირიცხებოდა, აქედან 115 – დამფუძნებელი, 11 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 200, კანდიდატი – 11.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 5 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის სიტყვის დასასრულიც ჩართული იყო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 2 ივნისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერი ერთ წიგნად გამოვიდა, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „გურამიანიდან“ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“ და არტურ ლაისტის წერილის „ქართული ლიტერატურა“ თარგმანი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე არტურ ლაისტთან ერთად წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამოცდებს დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის პირველ ივნისს ილია ჭავჭავაძემ სხვა ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად არტურ ლაისტს უმასპინძლა.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წლის ზაფხულში ვასილ კოპტონაშვილმა ცოლი შეირთო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტის საპატივცემულო სადილზე, რომელიც პირველ ივნისს გაიმართებოდა რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა ქართველი მოღვაწეები მიიპატიჟა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 31 მაისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძისა და სხვათა ხელმოწერით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განვლილი წლის ანგარიში დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 23 მაისს ანთიმოზ ჯუღელმა გიგო შარაშიძეს წერილით სთხოვა, მიეწერა, 1878-1880 წლებში რამდენმა ადამიანმა დაამთავრა ბახვის სკოლა და შემდგომ რას აკეთებდნენ. ასევე ჰკითხა, სხვა სკოლების შესახებაც თუ ჰქონდა ასეთი ცნობა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 მაისს თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში გაიხსნა საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის ზედამხედველობა დაწესდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 13 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისს ილია ჭავჭავაძე 3 დღით კახეთში გაემგზავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისის გაზეთ „დროებაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრების ანგარიში დაიბეჭდა, რომელშიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის ვრცელი სიტყვა სარევიზიო კომისიის ანგარიშთან და ბანკის არსებობის ცხრა წლის მანძილზე მის მუშაობასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ციფრებით აჩვენა ბანკის მოგების მაჩვენებლები განვლილი ცხრა წლის მანძილზე და განაცხადა, რომ 60-70 ათასი მანეთის ზარალი არაფერი იყო 350 000 მანეთის მოგებასთან შედარებით, რომელიც ბანკმა მოიტანა.