ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრში შესვენების დროს შამპანური მიირთვა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრის ლოჟაში ესტუმრნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სხვები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში წარმოდგენის დასრულების შემდეგ „ქართულ კლუბში“ წაიყვანეს ქართული დელეგაციის წევრებმა, სადაც შუაღამემდე გაგრძელდა ბანკეტი მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი რამდენჯერმე შეასრულეს. ასევე, შესრულდა ბრიტანეთის ჰიმნიც, რომლის ფონზეც მხურვალე ოვაციებით შეეგებნენ მას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში იყო წასული, სადაც „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენა სახელდახელოდ შეცვლილი დახვდა სხვა ნაკლებად საყურადღებო ქართული სპექტაკლით, რომელშიც ერთ-ერთი პრიმადონა განასახიერებდა საქართველოს – ტახტზე იჯდა, სცენიდან მაღლა იყო აწეული და გარს მთელი დასი ეხვია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოს ანსაბლი აფორმებდა, მათ შორის კახელების ფოლკლორული გუნდი თავისი არაჩვეულებრივი სიმღერებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე ქალაქის მერი მის გვერდით იჯდა, რომელიც საღამოს უძღვებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე საყოველთაო ყურადღებისა და პომპეზური მიმართვების ობიექტი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე თბილისის საუკეთესო მოცეკვავეებმა არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე მისი და ბავშვების სადღეგრძელო შესვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართული საღამო მისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული დღე იყო ცხოვრებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, თუკი ადამიანს რაიმე ძალიან სურდა მაინც მიიღებდა მას მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი ხნის ლოდინი დასჭირვებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, არ ნანობდა 33 წელი რომ ელოდა მიზნის მიღწევას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მთავრი იყო ადამიანს ჰქონოდა მიზანი, რომლისთვისაც ღირდა ბრძოლა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ამბავი შეიტყვეს ქვეყანაში, სიონის საკათედრო ტაძარში სამადლობელი ლოცვა გადაიხადა კათალიკოსმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატიასიანი ესტუმრა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე – დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბევრი ისაუბრეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან ენატრებოდა და იმედოვნებდა დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ოცნება აუხდებოდა და აღდგომას ოჯახთან შეძლებდა შეხვედრას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასზე ფიქრი ძალას და ხალისს ჰმატებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ზოგჯერ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა აქტიურად რომ იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მას ხომ დიდი ძალდატანების გარეშე სახლიდან ვერავინ გაადგმევინებდა ფეხს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ჯერ დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად გამართულ სადილზე უნდა წასულიყო მუნიციპალიტეტში, 8 საათზე — საგანგებო შეხვედრაზე დასასწრებად, ათის ნახევარზე კი – დადიანებთან წვეულებაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამხედრო მინისტრ ნოე რამიშვილის ბრძანება სამხედრო უწყების მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინო ყიფიანისას მოთხრობა „სულის თავშესაფარი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „პური“.